უოლკოტი: "ვენგერისადმი მხოლოდ პატივისცემას ვგრძნობ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

უოლკოტი: "ვენგერისადმი მხოლოდ პატივისცემას ვგრძნობ"


უოლკოტი:

"ევერტონის" ნახევარმცველმა, ტეო უოლკოტმა "არსენალის" თავკაც არსენ ვენგერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

29 წლის ჰავბეკი ლონდონელთა ღირსებას 2006 წლიდან 2018 წლამდე იცავდა, გუშინ კი დადასტურდა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "მეთოფეთა" რიგებს არსენ ვენგერი დატოვებს.

"ამ ადამიანისადმი მხოლოდ პატივისცემას ვგრძნობ. კლუბში 16 წლის ასაკში მომიყვანა".

"მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის მრავალი წლის მანძილზე. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ, ბოს", - წერს უოლკოტი სოციალურ ქსელში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები