სიმეონე: "სტუმრად გვიჭირს, ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სიმეონე: "სტუმრად გვიჭირს, ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ"


სიმეონე:

"ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე მიიჩნევს, რომ მის გუნდს გასვლით მატჩებში პრობლემები აქვს.

მადრიდული კლუბი სტუმრად ჩატარებული ბოლო ექვსი შეხვედრიდან ოთხში დამარცხდა.

"თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ნამდვილად გვიჭირს სტუმრად. ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ, რადგან ასეთი შედეგები არ გვაკმაყოფილებს", - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Football-Espana.

"მომავალი სეზონის წინ, "ატლეტიკომ" გასვლითი მატჩების სტატისტიკა უნდა გააუმჯობესოს", - დასძინა დიეგომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები