Goal.Ge

რატომ უყვართ ფეხბურთი?



დავიწყებ იმით, რომ ვიტყვი – არ დავიწყებ მოყოლასმეთქი… ყოველთვის, როცა ამას რაღაცაზე ვამბობთ, სინამდვილეში სწორედ იმის მოყოლას ვიწყებთ. არ დავიწყებ იმის მოყოლას, თუ რას ნიშნავს ფეხბურთი ბევრი ქვეყნისთვის, ოჯახისთვის, პირადად კონკრეტული ადამიანისთვის. რა გავლენას ახდენს ეს ხელოვნებად ქცეული ვითომდა უბრალოდ სპორტის სახეობა ცხოვრებაზე. რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს, რა მნიშვნელოვანია პროტესტისთვის, ემოციისთვის, გრძნობისთვის, იმედისთვის, მოლოდინისთვის. რა კარგი მაჩვენებელია სიღარიბის თუ სიმდიდრის, ამ სიტყვების პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არც იმას შეგახსენებთ(ანუ შეგახსენებთ), ფეხბურთი დაარსების დღიდანვე რომ აღარ იყო უბრალოდ სპორტის სახეობა და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ რომ არის. ვიღაცისთვის ეს თავის მოტყუებაა, ვიღაცისთვის გართობა, ჩემმთვის და კიდევ არც ისე ცოტა ადამიანისთვის კი – ცხოვრება. ამას თუ ვერ გრძნობ, ვერც გაიგებ. ამიტომ, მოყოლას აღარ გავაგრძელებ. ხშირად უკვირთ ხოლმე რატომ გიჟდებიან ასე ფეხბურთზე, როგორ შეიძლება ამის გამო კამათი, ჩხუბი, ნერვიულობა… ვეცდები ცოტა სხვანაირად გიპასუხოთ და უბრალოდ, რამდენიმე პატარა ისტორიას შემოგთავაზებთ, რომელიც ბოლო დროს მოხდა. რამდენიმეს რა… სამს, ამბობენ ღმერთი სამობით არისო და ალბათ ფეხბურთის ღმერთიც. ნუ ვიდავებთ იმაზე, სად უფრო კარგი გულშემატკივრობა იციან, ვინ უფრო მაგარია და მსგავს რამეებზე. იმიტომ, რომ ფეხბურთში ,აბსოლუტური ჭეშშმარიტება’ არ არსებობს და ამითაც არის მიმზიდველი. მე უბრალოდ, გეტყვით ფაქტს, რომ ფეხბურთი რელიგიის დონეზე ორ ქვეყანაშია – ბრაზილიაში და იტალიაში. როცა ვამბობ რელიგიის დონეზე ვგულისხმობ კიდეც ამას. თორემ ინგლისი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და იქნება, არგენტინაში არავისზე ნაკლებათ არ უყვართ, გერმანიას არაფერი ესწავლება და ასე შემდეგ. ნურც იმას გავარჩევთ, კარგია თუ არა, ის რომ ფეხბურთი რელიგიის დონეზეა, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია რომ ეს ფაქტი მივიღოთ. აი მაგალითად – მრავლისმნახველ მიროსლავ კლოზეს რა უნდა გაკვირვებოდა ფეხბურთში? მაგრამ ამ ზაფხულს რომის ლაციოში გადმოსულს გაუკვირდა… და ცდილობს გერმანელებიც გააკვირვოს – ვერ წარმოიდგენთ აქ როგორ სიგიჟემდე უყვართ (თავისი) ფეხბურთიო, ხან რომელ ცნობილ გერმანულ გამოცემას ეუბნება და ხან რომელს. მისთვის ,ბოლო წვეთი’ იყო როცა ცოტა ხნის წინ სახლში მისული ფოსტალიონისგან წერილის გარდა კიდევ უცნაური რამ მიიღო – ფოსტალიონი ლაციოს გულშემატკივარი გამოდგა, დაიჩოქა და მირო კლოზეს ფეხებზე კოცნა დაუწყო. იმ ფეხებზე, რომლითაც მიროს ამ სეზონში არცთუ ცოტა გოლი გააქვს ლაციოსთვის. განსაკუთრებული მონდომებით ფოსტალიონი მარჯვენა ფეხს აკოცებდა, ფეხს, რომლითაც მან რომას კარში ბოლო წამზე გაიტანა და ლაციოს დიდი ხნის ნანატრი, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა დერბი დელა კაპიტალეში. ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ კოცნის. ესეც ბონუს ისტორია გამოვიდა და ის სამი ამბავიც იტალიურ ფეხბურთს ეხება. ბრაზილიაზე, ინგლისზე, არგენტინაზე, გერმანიაზე, ჰოლანდიაზე და სხვა ქვეყნებზე მერე ვისაუბროთ. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, თორემ შესავალი გაგვიგრძელდა. პატარა ფილიპო ცოტა ხნის წინ, ინტერმა სახლში ბოლოადგილოსან ნოვარასთან წააგო(სეზონში მეორედ), დიდი სირცხვილი ჭამა და ბევრი აალაპარაკა. ამან გული მოუკლა ინტერის 9 წლის ქომაგს, ფილიპოს. ნერაძურის(ანუ ინტერს) შემდეგი, მატჩიც შინ ჰქონდა ბოლონიასთან და ყველა ფიქრობდა, რომ ინტერი ამჯერად მაინც მოიგებდა. ყველაზე მეტად ამას ფილიპო ელოდა, რომელსაც გუნდის სიყვარულის გარდა, კიდევ ერთი დელიკატური საკითხი აწუხებდა და სერიოზული მიზეზი ჰქონდა იმისა, რომ გუნდისთვის მოგება მოეთხოვა. მან სპეციალური ბანერი გააკეთა და ასე დარაზმული მივიდა სან სიროზე(იგივე ჯუზეპე მეაცაზე). filipo[1] ფილიპოს ბანერი აეთი შინაარსის გახლდათ: ,,გთხოვთ, შეგიძლიათ რომ მოიგოთ? თორემ ისინი სკოლაში დამცინიან! დიდი მადლობა, ფილიპო”. ინტერმა ის მატჩი 0:3 წააგო… ინტერელები შეწუხდნენ და მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ახლა კრიზისშია, ფილიპოსთვის მოიცალეს. იგი ბაზაზე დაიბარეს და 9 წლის ფილიპოს კლუბი შეხვდა. კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ სამახსოვროდ სპეციალურად მომზადებული მაისურა აჩუქა და მასთან ერთად სურათებიც გადაიღო. თუ არ გამოგიცდიათ თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს, როცა ბავშვს თავის საყვარელ გუნდზე დასცინიან, როგორ ბავშვურად იბუტება, სწყინს და ბრაზდება და როგორ სტკივა გული. ახლა კი წარმოიდგინეთ, რა ბედნიერი იყო ყოველივე ამის შემდეგ ფილიპო. პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ მისი ოჯახიც დაპატიჟა და პირობა დადო, რომ ინტერთან ერთად სპეციალურ ტურნეს მოაწყობს მათთვის. int2[1] ,, გუნდს არ შევიცვლი და ინტერის ფანად ვრჩები. არა უშავს, როცა ჩვენ ჰეთ თრიქი შევასრულეთ, მაშინ მე დავცინოდი მეგობრებს. ახლა კი შემიძლია თავაწეული ვიყო” – სიამაყით აღნიშნა ფილიპომ და ისიც დაამატა, ბოლონიასთან რომ ბანერი მეჭრია, იმედია, აღარასდროს დამჭირდებაო. ფილიპო გაიზრდება, ვინ იცის როგორ აეწყობა მისი ცხოვრება, მაგრამ ერთი რამ აღარასდროს შეიცვლება – ინტერთან ერთად გატარებული დღეები, მისი ცხოვრების ერთ–ერთი საუკეთესო მოგონება იქნება, ხოლო ეს პატარა ისტორია, სამუდამოდ დარჩება დიდ ისტორიაში და ყოველთვის როცა ვინმე გაიგებს ან წაიკითხავს, სასიამოვნოდ გაეღიმება. აბა მილანის ბანაკში ისე როგორ მოისვენებდნენ… მათაც ჰყავთ თავისი ფილიპოები! ესეც საპასუხო ბანერი, რომელიც პატარა სამუელემ გააკეთა: samuele[1] ,,გააგრძელეთ მოგება, რომ მეც გავაგრძელო სკოლაში ფილიპოს გაბრაზება” – ასე მიმართავს მილანს სამუელე. ეს პატარა ოხუნჯობა და ნერვებზე თამაში უნდა ვაპატიოთ. მით უმეტეს, რომ არც მილანს ეშლება რაიმე და სავარაუდოდ, ცოტა ხანში სამუელე გუნდის ბაზას(ანუ მილანელოს) ესტუმრება. ასეთია კალჩო… ჯადა სკალიზე იანვარში 12 წლის ჯადა სკალიზე თავისი საყვარელი იუვენტუსის ერთ–ერთ თამაშს უყურებდა, როცა ტვინში სისხლი ჩაექცა(სრული ამ სიტყვ(ებ)ის მნიშვნელობით) და კომაში ჩავარდა. დღეები გადიოდა, ჯადას კი ექიმები ვერაფრით შველოდნენ, ერთადერთი იმით ცდილობდნენ მშობლების დამშვიდებას, რომ ადრე თუ გვიან გოგონა გამოიღვიძებსო აიმედებდნენ. ჯადას მამამ ფრანჩესკომ გადაწყვიტა იუვენტუსისთვის მიემართა და დახმარება ეთხოვა. ფრანჩესკო პირადად ალესანდრო დელ პიეროს თხოვდა დახმარებას, შეუძლებელია იუვე გიყვარდეს და დელ პიერო არა – პინტურიკიო თავად არის იუვენტუსი. ,,ბებერი ქალბატონის”(ანუ იუვენტუსის) პასხუმა არ დააყოვნა. ალექს დელ პიერომ სკალიზეებს აუდიო ჩანაწერი გაუგზავნა, რომელიც ამ შინაარსის იყო: ,, გამარჯობა ჯადა, მე ალესანდრო დელ პიერო ვარ. იმედია, მალე გაიღვიძებ და დაგვიბრუნდები, რადგან ჩვენი კიდევ ბევრი თამაში ნახო”. ექთნები ამ ჩანაწერს 12 წლის გოგონას გაუთავებლად ასმენინებდნენ და ერთ–ერთი მოსმენისას ჯადამ ჯერ ხელი გაამოძრავა, შემდეგ კი გამოიღვიძა და ორკვირიანი კომიდან გამოვიდა. ფრანჩესკო სკალიზე დარწმუნებულია, რომ ეს სწორედ პინტურიკიოს ხმის დამსახურებაა. ,,ეს ნამდვილი სასწაული იყო. სიტყვები არ მყოფნის. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ექიმებს, რომლებიც ჩვენს პატარა გოგონას უვლიდნენ და იმ სიყვარულს, რომელიც ზემოდან მფარველობდა” – ამბობდა უბედნიერესი ფრანჩესკო სკალიზე. აი ასე ჩაიდინა პატარა სასწაული დელ პიერომ, მაგრამ ამას მიჩვეულები ვართ, ის მინდორზე ხშირად ახდენდა და ახდენს საოცრებებს. ხოლო როცა ჯადა უკვე თავად იქნება ბებერი ქალბატონი, მოუყვება შვილიშვილებს, როგორ გადაარჩინა ის სიკვდილს ფეხბურთის, იუვენტუსისა(მეტსახელად „ლა ვეკია სინიორას“ ანუ ბებერი ქალბატონის) და დელ პიეროს სიყვარულმა. ჩემი შავ–თეთრი ისტორია ასევე ცოტა ხნის წინ, იუვენტუსი თავის ახალ და ლამაზ სტადიონზე სიენას მასპინძლობდა. ეს მატჩი მე უნდა წამეყვანა, მაგრამ რელაივში (ანუ ჩანაწერში). ისე გამოვიდა, რომ ყველა კაბინა დაკავებული იყო. ამიტომ, გადავწყვიტე ანგარიშს არ გავიგებდი და უფრო საინტერესო იქნებოდა ყველაფერი. თუმცა მოთმენაც ძნელი გახლდათ, ძალიან ძალიან ძნელი. ასე იყო თუ ისე, მატჩის დამთავრებამდე პატიოსნად გავძელი, თან ფლეშსქორზე იუვეს თამაში ამოგდებული მქონდა და სხვა ანგარიშებს ვუყურებდი. როცა დავინახე, რომ უშუალო კონკურენტმა მილანმა ვერ მოიგო და სხვა კონკურენტებმაც ქულები დაკარგეს, ცდუნებას ვეღარ გავუძელი… ჟრუანტელმა დამიარა, წაგებაზე და წაუგებელი სერიის შეწყვეტაზე ფიქრიც არ მინდოდა და მარცხს გამოვრიცხავდი. მაინც მჯეროდა, რომ იუვენტუსის სასარგებლო ანგარიში დამხვდებოდა, დიდი ნერვიულობით, ძირითად გვერდზე გადავედი, ჩამოვსქროლე და თან ვითვლიდი უკვე რამდენ ქულამდე გაიზრდებოდა სხვაობა მილანთან და სხვა გუნდებთან… მაგრამ უცებ, გულმა ერთი მაგრად დამიბაგუნა, რადგან ანგარიში ასეთი დამხვდა – 0:0. ყოველთვის უკეთესის დანახვას ვცდილობ, და წაუგებელი სერია გაგრძელდათქო გავიფიქრე, მაგრამ გული კი მწყდებოდა. მოვემზადე რეპორტაჟისთვის და წავედი სამსახურში. 143668hp2[1] რელაივის წაყვანა როცა ანგარიში იცი, არც ისე სასიამოვნოა, ალბათ ხვდებით. თან საკმაოდ რთულია. თუმცა სხვა რა გზა იყო. მატჩის მსვლელობისას კიდევ უფრო ვბრაზდებოდი, განვიხილავდი შეხვედრას(სხვათა შორის ობიექტურად, როგორც ყოველთვის ))) ) და ასე მოვიდა შეხვედრის 87–ე წუთი… 87–ე წუთი, რომელზეც კინაღამ პატარა ჯადას ბედი გავიზიარე. რა მოხდა? მოხდა ის, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა შორეული დარტყმა მოიგერია, ბურთი მის სიახლოვეს დაეცა და მისკენ სიენას ფეხბურთელი ალესანდრო გაცი დაიძრა – ვუყრებ და ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ააცილოს აქედან, ფაქტიურად ცარიელ კარში, როგორ ვერ უნდა გაიტანოს გოლი. ხომ იცით, სიკვდილის დროს უცებ გაგიელვებს ყველაფერიო რომ ამბობენ, აი მსგავსი რამ განვიცადე. წარმოიდგინეთ, ვიცოდი, რომ მატჩი 0:0 დამთავრდა და მიუხედავად ამისა, გული სასტიკად მიცემდა იმ მომენტში, გამიელვა სხვადასხვა მატჩების კადრებმა, რატომღაც ანტონიო კონტეს გოლმა თურქეთის კარში… გავიაზრე, რომ ამით მთავრდებოდა კონტეს წაუგებელი სერია, პირველი მარცხი სიენასთან საკუთარ მოედეანზე, ისეთ მატჩში როცა იუვეს წაგება არ ეკუთვნოდა… დიდ განცდებში ვიყავი და ჩემივე ღრიალმა გამომაღვიძა: ,,გაციიი” – ეს იყო უბუნებრივესი რეაქცია. გონზე მოვედი, მივხვდი, რომ ტყუილა ვნერვიულობდი, მაგრამ მაინც ვერ ვმშვიდდებოდი, არ მჯეროდა რომ ააცილა, თან ვამბობდი, რა შანსი გაუშვა, ეს როგორ ვერ გაიტანამეთქი. რეპორტაჟი რომ მორჩა, კარგ ხასიათზე დავდექი, იუვენტუსმა ვერ მოიგო, მაგრამ მომენტმა, რომლის დროსაც გული კინაღამ გამისკდა, მიუხედავად იმისა, რომ იდეაში ვიცოდი, გაცი გოლს ვერ გაიტანდა, მიმახვედრა – იუვენტუსი მართლა დაბრუნდა! ეს იყოს დიდებული განცდა და ემოცია. საერთოდ კალჩო ბრუნდება, ამ სეზონის შემხედვარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კალჩოპოლის კრიზისი დაძლეულია, კოშმარული პერიოდი უკან დარჩა, არის პროგრესი და წინსვლა, წაქცეულიც მაგარი იყო… მაგრამ სერია ა ფეხზე დგება!. მე მიყვარს ფეხბურთი. ავტორი: გიორგი კაკაბაძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კარიერის დასრულება თუ გაგრძელება? - რობენის განცხადება საკუთარ მომავალზე

მოგეხსენებათ, 2019 წლის 30 ივნისს, "ბაიერნის" თავდამსხმელი, არიენ რობენი თავისუფალი აგენტი ხდება.

დღეს, 21:26

ოფიციალურად: ბარსელონამ ამ ზაფხულს პირველი ფეხბურთელი გაყიდა

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონამ" პირველი ფეხბურთელი გაყიდა.

დღეს, 21:14

ლორენტე ტოტენჰემიდან მიდის, ესპანელის შეძენა 4 კლუბს სურს

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ფერნანდო ლორენტემ კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს.

დღეს, 21:08

პრაქტიკულად გადაწყდა: ტოტენჰემმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა!

მოგეხსენებათ, 2018 წლის იანვარში ლუკას მოურას შეძენის შემდეგ "ტოტენჰემს" ტრანსფერი არ განუხორციელებია.

დღეს, 21:03

"მას დიდი კლუბები აკვირდებიან", - რა ბედი ელის "ახალ კანტეს"?

"ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლასმა განაცხადა, რომ კლუბი მზადაა ნახევარმცველი, ტანგი ნდომბელე გაყიდოს.

დღეს, 20:34

დანი ალვეშის შემდეგ პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს?

მოგეხსენებათ, აქამდე, "პარი სენ ჟერმენმა" კლუბიდან მცველ დანი ალვეშის წასვლა დაადასტურა.

დღეს, 20:29

ლივერპული, აიაქსი თუ ბაიერნი? - 17 წლის ტალანტმა არჩევანი გააკეთა

"ზვოლეს" ცენტრალური მცველი, ზეპ ვან დენ ბერგი ევროპულ გრანდებს შორის დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

დღეს, 20:19

პიკე დე ლიგტს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ესპანელმა და ჰოლანდიელმა?

"ბარსელონას" მცველი, ხერარდ პიკე ბაჰამის კუნძულებზე, სადაც ისვენებს, "აიაქსის" უკანახაზელ მატეის დე ლიგტს შეხვდა.

დღეს, 20:15

შეთანხმება მიღწეულია - ბარსელონა და ვალენსია ფეხბურთელებს ცვლიან!

ესპანური პრესის ინფორმაცით, უახლოეს პერიოდში "ბარსელონა" და "ვალენსია" ფეხბურთელებს გაცვლიან.

დღეს, 20:10

რომას უარი იუვენტუსს - რამდენ მილიონს იხდიდნენ ტურინელები?

იტალიური პრესის ინფორმაციით, "რომამ" ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერის თაობაზე "იუვენტუსის" წინადადება იუარა.

დღეს, 20:04

ელ შაარავიმ ზღაპრული შეთავაზება მიიღო - დეტალები ცნობილია

არ არის გამორიცხული, "რომას" თავდამსხმელმა, სტეფან ელ შაარავიმ ამ ზაფხულს კლუბი დატოვოს.

დღეს, 19:53

დე როსის ორი სერიოზული მსურველი ჰყავს - რა ბედი ელის იტალიელს?

"რომას" ნახევარმცველი, დანიელე დე როსი ორი იტალიური კლუბის ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

დღეს, 19:46

მორენო ლივერპულს ტოვებს, ესპანელის ახალი კლუბი ცნობილია - MARCA

აქამდე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარცხენა მცველი, ალბერტო მორენო "ლივერპულიდან" მიდის.

დღეს, 19:43

ნეიმარი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოსაა! - პირობები ცნობილია

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარი, დიდი ალბათობით, "ბარსელონაში" დაბრუნდება.

დღეს, 19:37

ესპანეთის ნაკრების წარმატებული ტურნე: ლომებმა მსოფლიო თასის მონაწილეს სძლიეს და რეიტინგში დაწინაურდნენ

ესპანეთის ნაკრების წარმატებული ტურნე: ლომებმა მსოფლიო თასის მონაწილეს სძლიეს და რეიტინგში დაწინაურდნენ

დღეს, 19:23

უმცროსი ბორჯღალოსნები, 7-ქალა ნაკრები და ნიკა ამაშუკელი სამშობლოში დაბრუნდნენ

უმცროსი ბორჯღალოსნები, 7-ქალა ნაკრები და ნიკა ამაშუკელი სამშობლოში დაბრუნდნენ

დღეს, 19:03

"მას შეუძლია გორგოძის მემკვიდრე გახდეს" - იაშაღაშვილი U20 მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურში

"მას შეუძლია გორგოძის მემკვიდრე გახდეს" - იაშაღაშვილი U20 მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურში

დღეს, 18:48

რამოსზე 3 მილიონით მეტი - რამდენი იქნება დე ლიგტის ხელფასი იუვენტუსში?

სატრანსფერო ბაზარზე „აიაქსის“ 19 წლის კაპიტნისთვის ნამდვილი ომია გაჩაღებული.

დღეს, 18:36

ნაპოლი ხამესის გამო მარადონას საპატივცემლოდ გაუქმებულ ნომერს აბრუნებს?

ნეაპოლიტანური კლუბი გუნდში ხამეს როდრიგესის გადმობარგებას მოუთმენლად ელის.

დღეს, 18:27

მონაკო ფაბრეგასს შეძენიდან 6 თვეში გაყიდის?

ესპანელმა ნახევარმცველმა მონეგასკური კლუბი შესაძლოა გადასვლიდან ექვს თვეში დატოვოს.

დღეს, 18:11

მამუკა გორგოძემ ტულონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მამუკა გორგოძემ ტულონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

დღეს, 18:06

სევილიას ფორვარდმა მოახდინა ავარია, რომელსაც ახალდაქორწინებული წყვილი ემსხვერპლა [VIDEO]

„სევილიას“ სარეზერვო გუნდის თავდამსხმელი, ხოაო მალეკი, ავტოავარიის ინიციატორი გახდა.

დღეს, 17:25

პირველად 2016 წლის შემდეგ - ლორან ბლანი მწვრთნელობას პრემიერ ლიგაში უბრუნდება?

გუშინ, 24 ივნისს, „ნიუკასლმა“ ესპანელი მწვრთნელის, რაფა ბენიტესის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 17:12

რატომ გაჭიანურდა გრიზმანის ტრანსფერი და როდის დადასტურდება ოფიციალურად?

როგორც ჩანს, ფრანგი შემტევი მომდევნო სეზონს მაინც „ბარსელონაში“ დაიწყებს.

დღეს, 17:03

არსენალი რეალის ფეხბურთელს ყიდულობს? საუბარი 50-მილიონიან ტრანსფერზეა

ლონდონის „არსენალი“ მზადაა, ესპანელი ნახევარმცველი 50 მილიონ ევროდ გადაიბიროს.

დღეს, 16:57

ბრაზილია/არგენტინის გარეშე - 10 საუკეთესო მოთამაშე სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებიდან

რა გვახსენდება სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის ხსენებაზე პირველი? რა თქმა უნდა, ბრაზილია და არგენტინა.

დღეს, 16:31

ბრაზილია მესის აიგნორებს - არგენტინა თითქმის ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშობს

ის, რომ ბრაზილიაში, რბილად რომ ვთქვათ, ცივად ეპყრობიან მეზობელ არგენტინას, საიდუმლო არავისთვისაა.

დღეს, 16:20

ზაფხულის 5 მთავარი სპორტული მოვლენა

ზაფხულში სპორტული ტურნირების უმრავლესობა შესვენებას იღებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულშემატკივრებისთვის ეს თვეები მოსაწყენია.

დღეს, 16:16

დღევანდელი მატჩის შემდეგ, ტორპედოს ფეხბურთელი დინამო ბათუმში გადავა

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში, "დინამო ბათუმსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის შედგება.

დღეს, 16:15

ოფიციალურად: დერბიმ ჩელსის მწვანე აუნთო!

„დერბიმ“ ოფიციალურ საიტზე განაცხადა, რომ ფრენკ ლამპარდს „ჩელსისთან“ მოლაპარაკებების უფლება დართო.

დღეს, 15:36

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10