დინამომ სიონი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [გოლები] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დინამომ სიონი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [გოლები]



ეროვნული ლიგის მე-7 ტურში გამართული შეხვედრა "დინამოსა" და "სიონს" შორის, ძალიან დაძაბული გამოდგა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორეში კი ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. თავი ულამაზესი დარტყმით მიქაბერიძემ გამოიჩინა.

ამის შემდეგ, "დინამო" ძალიან გააქტიურდა, "სიონს" ზედიზედ 2 გოლი გაუტანა და 2:1 გაიმარჯვა. გოლები რუხაიას და ნინუას ანგარიშზეა.

7 ტურის შემდეგ, "დინამოს" 15 ქულა აქვს და "საბურთალოს' გაუთანაბრდა, თუმცა საბურთალოელები თავიანთ მატჩს 22 აპრილს, "ტორპედოსთან" გამართავენ.

დინამომ სიონი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [გოლები]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები