მონტელა: "როცა ბარსელონა ასე თამაშობს, მათი დამარცხება ურთულესია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მონტელა: "როცა ბარსელონა ასე თამაშობს, მათი დამარცხება ურთულესია"


მონტელა:

ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ მონტელამ კომენტარი გააკეთა.

"სევილია" "ბარსელონას" შეხვდა და 5:0 განადგურდა.

"უბრალოდ, მათ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს და, როდესაც "ბარსელონა" ასე თამაშობს, ამ გუნდის დამარცხება ურთულესია.

ეს იყო შესანიშნავი ფეხბურთელების, შესანიშნავი პერფომანსი, რამაც ეს შედეგი გამოიწვია.

იყო თუ არა შეუძლებელი მოგება? შეუძლებელი არაფერია და ჩვენ ვცდილობდით, თუმცა მეტოქემ იდეალურად ითამაშა. ვწუხვარ ჩვენი ფანების გამო, რომლებიც ბოლო წუთებამდე მხარს გვიჭერდნენ.

ახლა მთავარია, რომ ლა ლიგაში პოზიციები დავიკავოთ და ევროპა ლიგის საგზური მოვიპოვოთ", - განაცხადა მონტელამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები