არსენ ვენგერის 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი არსენალში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არსენ ვენგერის 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი არსენალში


არსენ ვენგერის 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი არსენალში

როგორც ვიცით, სეზონის ბოლოს, არსენ ვენგერი დატოვებს ლონდონის "არსენალს". ფრანგი სპეციალისტი თითქმის 22 წლის მანძილზე უძღვებოდა წინ "მეთოფეებს". აღნიშნული ფაქტი არის დიდი ეპოქის დასასრული არა მხოლოდ "არსენალის" გულშემატკივრებისთვის, არამედ ზოგადად ფეხბურთის მოყვარულებისთვისაც.

გავიხსენოთ ფრანგი თავკაცის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები ლონდონში. არანაირი ხუმრობები მე-4 ადგილთან დაკავშირებით, მხოლოდ წარმატებები და სასიამოვნოდ გასახსენებელი წუთები.

პირველი ჩემპიონობა

არსენ ვენგერის 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი არსენალში

1997-1998 წლის სეზონში ვენგერმა პირველად შეიგრძნო წარმატების გემო ნისლიან ალბიონზე. "არსენალმა" მოიგო პრემიერ ლიგა, ინგლისის თასი და ზაფხულში სუპერთასიც. აღსანიშნავია, რომ "მეთოფეებმა" მხოლოდ 1 ქულით გაუსწრეს "მანჩესტერ იუნაიტედს".

სერ ალექს ფერგიუსონთან დუელი

არსენ ვენგერის 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი არსენალში

ფრანგისა და შოტლანდიელის "ცივი ომი" 15 წელზე დიდხანს მიმდინარეობდა. 90-იანების ბოლოსა და 00-იანების დასაწყისში პრემიერ ლიგის ტიტულის მთავარი მაძიებლები სწორედ ფერგიუსონისა და ვენგერის გუნდები იყვნენ. აქედან გამომდინარე დაძაბულობა ორ სპეციალისტს შორის ხშირად პიკს აღწევდა.

სერ ალექსი და არსენი არ ერიდებოდნენ ერთმანეთის გაკრიტიკებას საჯაროდ, თუმცა მთავარი ბრძოლა მაინც საფეხბურთო მოედანზე იმართებოდა. ვენგერმა 3-ჯერ წაართვა ტიტული ფერგიუსონს, თუმცა ხშირ შემთხვევაში გამარჯვებული მაინც შოტლანდიელი გამოდიოდა, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთაც.

ტიერი ანრის ტრანსფერი

არსენ ვენგერის 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი არსენალში

1999 წლის აგვისტოში ვენგერმა გადმოიბირა ტურინის "იუვენტუსის" რეზერვისტი ტიერი ანრი, 11 მილიონ ფუნტად. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ არსენი თავის თანამემამულესგან შექმნიდა ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდს ფეხბურთის ისტორიაში და "არსენალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს.

ანრიმ დაუვიწყარი წლები გაატარა ლონდონში და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა კლუბის წარმატებებსა და პოპულარიზაციაში. მისი და დენის ბერგკამპის შემტევი დუეტი სამუდამოდ დარჩა ყველა ფეხბურთის ქომაგის გულში.

ტიტულებით მდიდარი 2001-2002 წლის სეზონი

არსენ ვენგერის 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი არსენალში

აღნიშნულ სეზონში ვენგერმა მეორედ მოაგებინა "მეთოფეებს" პრემიერ ლიგა და ჩემპიონობას კვლავ მიამატა ინგლისის თასი და სუპერთასი. რეალურად იმ სეზონის "არსენალი" არის ერთგვარი წინამორბედი ლეგენდარული "დაუმარცხებელი" გუნდისა, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ.

2002-ში კი "კანონირებმა" გააოგნეს საფეხბურთო სამყარო თავისი 21-მატჩიანი წაუგებელი სერიით. ანრის გარდა იმ წელს აგრეთვე ბრწყინავდა რობერტ პირესიც. ცნობისთვის ბერგკამპის ის ლეგენდარული გოლი სწორედ 2001-2002 წლის საჩემპიონო სეზონში გავიდა.

დაუმარცხებლები

არსენ ვენგერის 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი არსენალში

საუკეთესო "არსენალი" თავის ისტორიაში და ვენგერის სამწვრთნელო კარიერის პიკი. "მეთოფეებმა" მარცხის გარეშე ჩაამთავრეს მთელი ჩემპიონატი და ჯამში 49-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხეს.

ის "არსენალი" არავის ტოვებდა გულგრილს. ბერგკამპი-ანრი-პირესი-ლიუნგბერგის კვარტეტი კი უბრალოდ მიწასთან ასწორებდა მთელ პრემიერ ლიგას. იმის შემდეგ, ვენგერის გუნდი ახლოსაც არ მისულა აღნიშნულ წარმატებამდე.

ახალი მოწინაღმდეგე ჟოზე მოურინიოს სახით

არსენ ვენგერის 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი არსენალში

2003 წელს პრემიერ ლიგაში როგორც იქნა შემოიჭრა მრავალფეროვნება ფინანსურად მოძლიერებული ლონდონის "ჩელსისა" და მისი იდიოზური მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს სახით.

პორტუგალიელი სისტემატურად ახდენდა ფრანგის პროვოცირებას, რის გამოც ორ სპეციალისტს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. სიტუცია 10-წლის შემდეგაც არ შეცვლილა, 2014 წელს კი დაძაბულობამ პიკს მიაღწია, მოურინიომ და ვენგერმა კინაღამ არ ჩხუბეს მატჩის მსვლელობის დროს.

პირველი და უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი

არსენ ვენგერის 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი არსენალში

2005-2006 წლის სეზონში "არსენალი" ძალიან კარგად გამოიყურებოდა ჩემპიონთა ლიგაზე. "მეთოფეებმა" 1/4 ფინალიდან "იუვენტუსი" გამოთიშეს, 1/2 ფინალში კი რიკელმესა და ფორლანის მრისხანე "ვილიარეალი".

გადამწყვეტ შეხვედრაში ლონდონელებს ელოდებოდათ "ბარსელონა", რომელშიც იმ დროს ჯერ კიდევ მეფობდა რონალდინიო. "არსენალმა" წააგო ფინალი "ბლაუგრანასთან", თუმცა აღსანიშნავია ის, რომ იენს ლემანის არგაძევების შემთხვევაში, პარიზში სულ სხვა თამაში იქნებოდა.

9-წლიანი უტიტულო სერიის დასასრული

არსენ ვენგერის 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი არსენალში

2005 წელს "არსენალმი" ინგლისის თასს დაეუფლა და იმის შემდეგ, ლონდონის წითელ ნაწილში წყვდიადმა დაისადგურა, "მეთოფეები" ვერ ახერხებდნენ ტიტულის მოგებას.

ნავსი მხოლოდ 9 წლის შემდეგ გატყდა, ისევ და ისევ ინგლისის თასზე. "არსენალმა" ფინალში დაამარცხა "ჰალ სიტი" და გულშემატკივრებს შეახსენა თუ რას ნიშნავს ტიტულის აწევა.

ტალანტების აღმომჩენელი

არსენ ვენგერის 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი არსენალში

ამ საქმეში ვენგერს უბრალოდ ბადალი არ ჰყავს. ფრანგმა სპეციალისტმა აღმოაჩინა და გამოზარდა პირესი, ვილტორი, ლიუნგბერგი, ფაბრეგასი, ვან პერსი, ნასრი, ადებაიორი და კიდევ ბევრი სხვა. ამის გარდა, ვენგერმა მოახდინა ანრისა და ვიეირას კარიერის რეანიმირება იტალიაში წარუმატებელი მივლინების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ფრანგ სპეციალისტსაც მოსდიოდა შეცდომები. მაგალითად, თავის დროზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი და იაია ტურე სწორედ "არსენალში" იყვნენ მოსულები სინჯებზე, თუმცა ვენგერმა ვერ დაინახა მომავალი ვარსკვლავების პოტენციალი.

ინგლისის თასის რეკორდმსენი

არსენ ვენგერის 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი არსენალში

ვენგერი 7-ჯერ დაეუფლა აღნიშნულ ტიტულს, რაც უნიკალური მიღწევაა. ცნობისთვის, სანამ ფრანგი "არსენალში" მოვიდოდა, "მეთოფეებს" 6 თასი ჰქონდათ. ვნახოთ, რა ტიტულებს მოაგებინებს "კანონირებს" ვენგერის მემკვიდრე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები