ვენგერმა შეიძლება მონაკო, ევერტონი ან ერთ-ერთი ნაკრები ჩაიბაროს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვენგერმა შეიძლება მონაკო, ევერტონი ან ერთ-ერთი ნაკრები ჩაიბაროს


ვენგერმა შეიძლება მონაკო, ევერტონი ან ერთ-ერთი ნაკრები ჩაიბაროს

"არსენალის" მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას არ დაასრულებს, წერს The Telegraph.

არსებული ინფორმაციით, 68 წლის სპეციალისტმა შეიძლება "მონაკო" ან "ევერტონი" ჩაიბაროს.

გარდა ამისა, ვენგერი ერთ-ერთი ნაკრების გაწვრთნითაც ინტერესდება. როგორც აღინიშნება, 2016 წლის ზაფხულში იგი ყურადღებით აკვირდებოდა ინგლისის ნაკრებში არსებულ სიტუაციას, როცა "ლომები" როი ჰოჯსონმა დატოვა.

არ არის გამორიცხული აგრეთვე კარიერის დასრულების ვარიანტიც. ამ შემთხვევაში იგი "პარი სენ ჟერმენის" გენერალური მენეჯერი გახდება.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ვენგერი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "არსენალს" დატოვებს. არსენი "მეთოფეებს" სათავეში 1996 წლიდან ედგა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები