Goal.Ge

"პენალტი ბევრჯერ ამიღია, მაგრამ გოლის გატანის გრძნობა აქამდე არ მქონია" - ინტერვიუ ნუკრი რევიშვილთან



ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მატჩი გორის "დილასა" და "რუსთავს" შორის ფრედ 2:2 დასრულდა.

მატჩის გმირი რუსთაველთა მეკარე ნუკრი რევიშვილი გახდა, რომელმაც ბოლო წამზე გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუტანა.

GOAL.GE რევიშვილს დაუკავშირდა და რამდენიმე თემაზე ესაუბრა.

შეაფასე დილასთან მატჩი. 2:0-ის შემდეგ, გქონდათ თუ არა იმედი, რომ ბოლო 5 წუთში თამაშს შემოატრიალებდით და ფრემდე მიიყვანდით?

სიმართლე გითხრათ, რთულია დაიჯერო, რომ 90-ე წუთზე, როცა 2:0 აგებ, თამაშს შემოატრიალებ, თუმცა როცა პირველი გოლი გავიტანეთ, შემდეგ გვქონდა დრო, რომ მეორეც გაგვეტანა. ფეხბურთელი თუ ხარ, ყოველთვის უნდა დაიჯერო. ეს თამაში კი წასაგები არ იყო.

ყველა შენს გოლზე საუბრობს. როგორი გრძნობაა, როცა ხდები ეროვნული ლიგის პირველი მეკარე, რომელიც გოლს იტანს, თან ასეთ დროს?

პენალტი ბევრჯერ ამიღია, მაგრამ გოლის გატანის გრძნობა აქამდე არ მიგრძვნია და ეს გრძნობა, მართლაც განსაკუთრებულია.

ბოლო წუთებზე საჯარიმოში ჩასვლა მწვრთნელი დავალება იყო თუ შენი გადაწყვეტილება?

ბოლო წუთებზე წინ წასვლა, რა თქმა უნდა, ჩემი გადაწყვეტილება იყო.

შეაფასე განვლილი 7 ტური რუსთავისთვის...

განვლილ მატჩებს რაც შეეხება, ტურიდან ტურამდე ვუმატებთ, რაც ძალიან კარგია. დილასთან მატჩის ხარისხიც მომეწონა, თუმცა უფრო უნდა მოვუმატოთ.

რა იქნება ამ სეზონში გუნდის მიზანი?

გუნდის მიზნებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, რადგან ახალი შეკრული გუნდია და ეგრევე ჩემპიონობაზე ფიქრი რთულია. ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა გავიდეთ და დამაკმაყოფილებელი შედეგები ვაჩვენოთ.

როგორ ფიქრობ, რა კომპონენტში უნდა გამოასწოროს რუსთავმა თამაში, რათა უკეთესი შედეგები აჩვენოს?

გამოსასწორებელი მომენტების რეალიზება გვაქვს. გუშინაც ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. დაცვაშიც უფრო ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, რადგან ბევრი კონტრ-შეტევა გამოგვეპარა. ვფიქრობ, ზოგადად თამაში გვაქვს დასალაგებელი. უნდა იყოს გუნდი, რომელიც თამაშობს ფეხბურთს და ჯერჯერობით, ფეხბურთის თამაში გვიჭირს.

მაკარიძეს თავის გუნდში არ ათამაშებენ, ლორია ხშირად ტრავმიანობს - თვლი, რომ ნაკრებში დაბრუნდება შეგიძლია?

რატომაც არა. სანაკრებო კარიერა ჯერ დამისრულებია და თუ გამომიძახებენ, ყოველთვის ვითამაშებ.

ერთა ლიგის შანსებზე რომ გვითხრა, შეგვიძლია თუ არა, რომ ამ ტურნირიდან ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ?

ერთა ლიგაზე არამარტო ჯგუფის, არამედ ტურნირის ფავორიტები ვართ. წინა მატჩებში ჩვენმა ნაკრებმა დალაგებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, ამიტომ რაღა დაგვრჩენია - უნდა მოვიგოთ.

რევიშვილის გოლი


GOAL.GE

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ერერა: "სიკვდილამდე სოლსკიაერის გვერდით ვიქნებით!"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ, ოლე გუნარ სოლსკიაერთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

დღეს, 22:54

საფრანგეთი - ისლანდია: დეშამმა ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დატოვა

ევრო 2020-ს შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი შინ ისლანდიის ნაკრებს მიიღებს.

დღეს, 22:46

პორტუგალია - სერბეთი: ბარსელონას სამიზნე თადარიგში დარჩა

უკრაინასთან უგოლო ფრის შემდეგ ევრო 2020-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიის ნაკრები სახლში სერბეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

დღეს, 22:40

ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ორი დებიუტანტია

ევრო 2020-ს შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში ინგლისის ეროვნული ნაკრები გასვლაზე მონტენეგროს შეხვდება.

დღეს, 22:35

მამამ ნეიმარის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

"პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის, მამამ საკუთარი ვაჟის სატრანსფერო საგაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 21:58

ტოტენჰემის მცველმა ბეილის დაბრუნება ინატრა

უელსის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ტოტენჰემის" მარცხენა მცველმა, ბენ დევისმა, გარეთ ბეილის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 21:53

რატომ დაესწრება აბიდალი პორტუგალია - სერბეთის მატჩს?

კატალონიის "ბარსელონას" გენერალური დირექტორი, ერიკ აბიდალი, დღეს საღამოს ევრო 2020-ს შესარჩევ ეტაპზე პორტუგალიისა და სერბეთის ეროვნული გუნდების შეხვედრას დაესწრება.

დღეს, 21:48

ნეიმარის მამა: "ნეიმარი მომავალი თაობისთვის მაგალითი იქნება"

"პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის, მამა საკუთარი ვაჟის გენიალურობაში სრულიად დარწმუნებულია.

დღეს, 21:36

კროოსი - პრესას: "თქვენ ამ მომენტს დიდი ხანი ელოდით"

მადრიდის "რეალის" საყრდენმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, პრესაში მისდამი კრიტიკულ კომენტარებს უპასუხა.

დღეს, 21:23

პირლო: "იუვენტუსი ბარსელონაზე ძლიერია"

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ცენტრმა, ლეგენდარულმა ანდრეა პირლომ, "ბებერი ქალბატონის" ძალებზე ისაუბრა.

დღეს, 21:18

დე ლიგტი: "გერმანიის ნაკრების შეგვეშინდა"

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, მატიის დე ლიგტმა, გერმანიასთან მარცხი (2:3) შეაფასა.

დღეს, 21:14

მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის ორი მთავარი ფავორიტი დაასახელა

ცნობილმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა.

დღეს, 21:10

კროოსი: "როგორც იქნა, გერმანიამ კარგი თამაშით მოიგო"

გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური ნახევარმცევლი, ტონი კროოსი, ევრო 2020-ს შესარჩევ ეტაპის მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაწყებით მოხარულია.

დღეს, 21:04

ირლანდიელი ფეხბურთელი: "საქართველოსთან რთული თამაში გველის"

ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება.

დღეს, 18:00

ირლანდიის მწვრთნელი: "საქართველოს ნაკრების თამაშებს ვუყურე. ისინი პროგრესირებენ"

საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიკ მაკკარტიმ გააკეთა.

დღეს, 17:39

"ქართველი გმირები" - რუსული პრესა ჯანოს ინციდენტს ეხმაურება და კანკავას იხსენებს

რუსული გამოცემა "Sports.ru" საქართველო - შვეიცარიის შეხვედრაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, როდესაც ჯანო ანანიძემ ფაბიან შერი სიკვდილს გადაარჩინა.

დღეს, 17:35

ირლანდიური გაზეთები საქართველოზე აჭრელდა: "ავივა პირველი 3 ქულის მოლოდინშია"

ხვალ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ირლანდიას ესტუმრება.

დღეს, 17:10

France Football: პერესი სატრანსფერო რეკორდის მოსახსნელად მზად არის

France Football-ის ცნობით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი სატრანსფერო რეკორდის მოსახსნელად მზად არის.

დღეს, 16:21

Mundo Deportivo: ბაიერნი იოვიჩისთვის რბოლაში ბარსელონას ასწრებს

Mundo Deportivo-ს ცნობით, ლუკა იოვიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა და ეს არ არის "ბარსელონა".

დღეს, 16:14

ძანიოლოს მომავალი გაირკვა

"რომას" ახალგაზრდა შემტევის, ნიკოლო ძანიოლოს მომავალი გაირკვა.

დღეს, 15:40

დე ხეას კოშმარული სტატისტიკა

როგორც მოგეხსენებათ, ნორვეგიის ნაკრებთან შეხვედრაში დავიდ დე ხეამ მორიგი პენალტი გაუშვა.

დღეს, 15:33

ვინ აკვირდებოდა დე ლიგტს ჰოლანდია-გერმანიის მატჩზე?

ჰოლანდია - გერმანიის მატჩზე შემჩნეული იყო "ბარსელონას" დირექტორი, ერიკ აბიდალი.

დღეს, 15:25

ფრანგული პრესა: ბაიერნი ტუხელს დაუკავშირდა

Téléfoot-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნი" ტომას ტუხელის კანდიდატურით იყო დაინტერესებული.

დღეს, 15:12

Tuttosport: ვარანი, დე ლიგტი, მანოლასი - იუვენტუსი მცველს ეძებს

Tuttosport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსი" ცენტრალური მცველის ტრანსფერზე მუშაობს.

დღეს, 15:03

ჯანო: "მადლობებს ინგლისიდანაც კი მიხდიან, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა რუსულ პრესასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

დღეს, 14:50

ახალი თაობა, რომელიც უკვე რეკორდებს ამყარებს - იტალიის შანსები და იმედები

როგორც ვიცით, იტალიის ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში რამდენიმე რეკორდი დაფიქსირდა -

დღეს, 14:47

მოურინიო: "მინდა, წარმატებები ვუსურვო იმ კლუბს, რომელიც მბაპეს შეძენას შეეცდება"

პორტუგალიელმა მწვრთნელმა კილიან მბაპეზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

დღეს, 14:09

პოგბამ იუნაიტედიდან წასვლა გადაწყვიტა და სასურველი კლუბიც შეარჩია

ფრანგმა ფეხბურთელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება გადაწყვიტა?!

დღეს, 14:05

ზიდანმა რეალის ხელმძღვანელობას პირველი სატრანსფერო მოთხოვნა წაუყენა - Marca

მადრიდის "რეალში' დაბრუნების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა, გუნდის ხელმძღვანელობას პირველი მოთხოვნა წაუყენა.

დღეს, 13:59

არსენალი სამი ფეხბურთელით გაძლიერებას აპირებს

"არსენალის" მთავარ მწვრთნელს, უნაი ემერის, ზაფხულში გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი.

დღეს, 13:51

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები