არსენალის ახალი მწვრთნელი შეიძლება ალეგრი გახდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არსენალის ახალი მწვრთნელი შეიძლება ალეგრი გახდეს


არსენალის ახალი მწვრთნელი შეიძლება ალეგრი გახდეს

"იუვენტუსის" მთავარი მწრთნელი, მასიმილიანო ალეგრი "არსენალის" თავკაცის პოსტზე არსენ ვენგერის შემცვლელად განიხილება, წერს Football Italia.

აქამდე ინგლისურმა კლუბმა სეზონის დასრულების შემდეგ ვენგერის წასვლა დაადასტურა.

ალეგრის "ბებერ ქალბატონთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წელს ეწურება. მაგრამ ბოლო პერიოდში იტალიურ გუნდში საკუთარ მომავალთან დაკავშირებით სპეციალისტი კატეგორიული არ გახლავთ და ტურინელთა ხელმძღვანელობასთან მომავალი სეზონის სტრატეგიის განხილვას გეგმავს, შემდეგ კი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

გარდა ამისა, "არსენალის" თავკაცის პოსტზე დანიშვნის კანდიდატებად განიხილებიან იტალიელი კარლო ანჩელოტი, "მონაკოს" თავკაცი, ლეონარდო ჟარდიმი, "ბარსელონას" ექს-მწვრთნელი, ლუის ენრიკე და "დორტმუნდის" ექს-ხელმძღვანელი, ტომას ტუხელი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები