"რატომ გვაკრიტიკებენ ასე ხშირად?", - მოურინიო გაოცებულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"რატომ გვაკრიტიკებენ ასე ხშირად?", - მოურინიო გაოცებულია



"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ინგლისის თასის ნახევარფინალში "ტოტენჰემთან" (2:1) გამარჯვებას დამსახურებული უწოდა.

გარდა ამისა, პორტუგალიელი სპეციალისტი გაოცებულია იმის გამო, რომ მის კლუბს ხშირად აკრიტიკებენ.

"ეს დავიმსახურეთ. უკეთესები ვიყავით. მაშინაც კი, როცა მეტოქე ფლობდა ბურთს, მთლიანად ვაკონტროლებდით სიტუაციას", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს BBC.

"ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ: რატომ გვაკრიტიკებენ ასე ხშირად? შეგვიძლია პრემიერ ლიგაში მეორე ადგილი დავიკავოთ, თუ ექვს ქულას ავიღებთ. ფანტასტიური მეტოქეების გათვალისწინებით, ეს კლუბისთვის სერიოზული მიღწევა იქნება".

"და კიდევ, სამი წლის განმავლობაში მეოთხე ფინალს ვითამაშებთ. შეიძლება, ზედმეტად ბევრს გვაკრიტიკებენ", - დასძინა ჟოზემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები