ბარსელონას პრეზიდენტი ინიესტაზე: "შეუძლია მაშინ წავიდეს, როცა მოინდომებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბარსელონას პრეზიდენტი ინიესტაზე: "შეუძლია მაშინ წავიდეს, როცა მოინდომებს"


ბარსელონას პრეზიდენტი ინიესტაზე:

კოპა დელ რეის ფინალის შემდეგ "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ გუნდის კაპიტნის, ანდრეს ინიესტას მომავალზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, კატალონიელებმა ფინალში "სევილია" 5:0 გაანადგურეს.

"ინიესტამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი კლასი და აჩვენა, თუ როგორ იცის თამაში", - ციტირებს ბართომეუს სიტყვებს Football-Espana.

"ყველას სიამოვნებას გვანიჭებს, როცა ასეთ დონეზე ასპარეზობს".

"მის მომავალზე თავად მას უნდა ჰკითხოთ. "ბარსელონასთან" სამუდამო კონტრაქტი აქვს გაფორმებული, შეუძლია გუნდიდან მაშინ წავიდეს, როცა მოინდომებს", - დასძინა კატალონიური გრანდის ხელმძღვანელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები