დორტმუნდის ფორვარდმა ბუნდესლიგაში "ინგლისური" რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დორტმუნდის ფორვარდმა ბუნდესლიგაში "ინგლისური" რეკორდი დაამყარა


დორტმუნდის ფორვარდმა ბუნდესლიგაში

დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელმა, ჯეიდონ სანჩომ გერმანიის ჩემპიონატში რეკორდი დაამყარა.

ასე და ამგვარად, ეს ფეხბურთელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი, რომელმაც გერმანიის უმაღლეს დივიზიონში გოლის გატანა მოახერხა.

18 წლის ტალანტმა მე-13 წუთზე "ლევერკუზენის" კარი აიღო. საბოლოო ჯამში, შეხვედრა "ფარმაცევტების" განადგურებით დასრულდა - 4:0.

ცნობისთვის, ჯეიდონ სანჩო "მანჩესტერ სიტის" აღზრდილია.

მიმდინარე სეზონში სანჩომ ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასიც გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები