კოუტინიო: "ამაზე დიდხანს ვოცნებობდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კოუტინიო: "ამაზე დიდხანს ვოცნებობდი"


კოუტინიო:

მოგეხსენებათ, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გუშინ ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონამ" "სევილია" გაანადგურა - 5:0.

აღნიშნულ დაპირისპირებაში თავის გამოჩენა მოახერხა კატალონიელთა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, რომელმაც მოგებული ტიტულის შემდეგ საკუთარი ემოციები გაგვიზიარა.

"დიდხანს ვოცნებობდი "ბარსელონასთან" ერთად ტიტულის მოგებაზე. კატალონიელთა მაისურით ეს ჩემი პირველი გამარჯვებაა და ამით ძალიან გახარებული ვარ".

"ვალვერდემ გვითხრა, რომ პირველივე წუთებიდან პრესინგისთვის მიგვემართა, ამიტომაც კარგი პირველი ნახევარი გამოგვივიდა. თითოეულ მატჩში ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც "სევილიასთან" ვითამაშეთ", - თქვა კოუტინიომ ტელეარხ TVE-სთან ეთერში.

შეგახსენებთ, ბრაზილიელმა 69-ე წუთზე პენალტით მოახერხა ანდალუსიური კლუბის კარის აღება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები