იკარდიმ 59 წლიანი მიღწევა გაიმეორა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იკარდიმ 59 წლიანი მიღწევა გაიმეორა


იკარდიმ 59 წლიანი მიღწევა გაიმეორა

მილანის "ინტერის" კაპიტანმა და ცენტრალურმა თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ, დღეს იტალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და ფანტასტიკური მიღწევა გაიმეორა.

"ნერაძურიმ" "კიევო" სტუმრად 2:1 დაამარცხა და მაურომ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში თავისი 26-ე ბურთი გაიტანა. "ინტერის" მაისურით იტალიის ჩემპიონატის ერთ სეზონში ასეთი შედეგი ბოლოს ანტონიო ვალენტინ ანგელინოს (33) ჰქონდა შორეულ 1958/59 წლების სეზონში.

25 წლის არგენტინელი ფორვარდი მილანური გრანდის ნამდვილი ლიდერი და ბომბარდირია, მაგრამ იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ჩირო იმობილეს 3 ბურთით ჩამორჩება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი მაურო იკარდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები