რეკორდები, რომლებიც შეიძლება სიტიმ ჯერ კიდევ დაამხოს ამ სეზონში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეკორდები, რომლებიც შეიძლება სიტიმ ჯერ კიდევ დაამხოს ამ სეზონში


რეკორდები, რომლებიც შეიძლება სიტიმ ჯერ კიდევ დაამხოს ამ სეზონში

GOAL.GE წარმოგიდგენთ იმ მიღწევებს, რომლების დამხობაც "მანჩესტერ სიტის" ამ სეზონში შეუძლია.

გვარდიოლამ მანჩესტერში ყოფნის მეორე წელს გუნდი ახალ დონეზე აიყვანა და ინგლისში პრაქტიკულად დაუმარცხებელი გახადა. პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 34 მატჩში "სიტი" მხოლოდ ორჯერ დამარცხდა, სამჯერ ფრედ ითამაშა, 28-ჯერ კი იმარჯვა.

ამ შედეგებმა კი იქამდე მიგვიყვანა, რომ "ქალაქელები" გვარდიოლას ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგის 2017/18 წლების სეზონის გათამაშების ჩემპიონები ოთხი ტურით ადრე გახდნენ! პრემიერ ლიგის ტიტულის დასაკუთრებით, "სიტის" ისტორიის წერის გაგრძელება შეუძლია.

გადავხედოთ რეკორდებს, რომლების დამხობაც მანჩესტერულ კლუბს ამ სეზონში ჯერ კიდევ შეუძლია.

ქულათა ყველაზე დიდი სხვაობა მეორეადგილოსანთან


1999/2000 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაიკავა პირველი ადგილი, მეორეადგილოსანთან უპირატესობამ კი 18 ქულა შეადგინა. ამ ეტაპზე, "მანჩესტერ სიტი" იმავე "იუნაიტედს" 13 ქულით უსწრებს. ტურნირის დასრულებამდე "ქალაქელებს" ხუთი მატჩი აქვთ ჩასატარებელი, "წითელ ეშმაკუნებს" კი - ოთხი.

ქულების ყველაზე დიდი რაოდენობა


რეკორდი "ჩელსის" ეკუთვნის, რომელიც 2005 წელს დაამხო. მაშინ "არისტოკრატებმა" მოურინიოს ხელმძღვანელობით მოიგეს პრემიერ ლიგა და 95 ქულა დააგროვეს. ამ ეტაპზე, "მან სიტის" აქტივში 87 ქულაა, წინ კი კიდევ ხუთი მატჩია.

რეკორდები, რომლებიც შეიძლება სიტიმ ჯერ კიდევ დაამხოს ამ სეზონში

რეკორდი გატანილი გოლების რაოდენობით


და კვლავ "ჩელსი" მწვერვალზე. 2009/10 წლების სეზონში "არისტოკრატებმა" 103 გოლი გაიტანეს. ამჟამად "სიტის" 93 გოლი აქვს გატანილი.

გაშვებული და გატანილი გოლების საუკეთესო შეფარდება


იმავე 2009/10 წლების სეზონში "ჩელსის" ბურთების შეფარდებამ +71 შეადგინა. "სიტის" ბალანსი - +68.

რეკორდი მოგებული მატჩების რაოდენობით


"ჩელსი" აქაც პირველია ჯერჯერობით. გასულ სეზონში ანტონიო კონტეს შეგირდებმა პრემიერ ლიგის 38 მატჩიდან 30 მოიგეს. ამ რეკორდის დასამხობად "ქალაქელებმა" დარჩენილი ხუთი მატჩიდან სამი უნდა მოიგონ.

რეკორდები, რომლებიც შეიძლება სიტიმ ჯერ კიდევ დაამხოს ამ სეზონში

სტუმრად მოპოვებული ყველაზე მეტი გამარჯვება


უკვე არ გვჭირდება იმის თქმა, თუ ვის ეკუთვნის ეს რეკორდი. 2004/05 წლების სეზონში მოურინიოს "ჩელსიმ" სტუმრად 15 მატჩი მოიგო. "სიტის" ამ ეტაპზე 14 გამარჯვება აქვს გასვლით შეხვედრებში და მხოლოდ ორი დარჩა სათამაშო - "ვესტ ჰემთან" და "საუთჰემპტონთან.

რეკორდი სტუმრად მოპოვებული ქულების რაოდენობით


"ჩელსიმ" იმავე სეზონში სტუმრად 48 ქულა დააგროვა. "სიტის" აქტივში ამჟამად 44 ქულაა და წინ კიდევ ექვსი აქვს გასათამაშებელი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები