ვიალი: "მილანის ადგილზე სილვას და კალინიჩის მაგივრად ბელოტის ავიყვანდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვიალი: "მილანის ადგილზე სილვას და კალინიჩის მაგივრად ბელოტის ავიყვანდი"


ვიალი:

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯანლუკა ვიალიმ, "მილანს" სატრანსფერო საკითხებში რჩევები მისცა.

"მე რომ "მილანის" დირექტორი ვიყო, ანდრე სილვასა და კალინიჩში დახარჯულ თანხას შევინახავდი და ბელოტის მსგავს მოთამაშეს დავიმატებდი.

მთავარი კითხვა ისაა ღირს თუ არა რეალურად ეს ორი მოთამაშე ამდენი?

ჩემი აზრით, მილანელებმა ზაფხულში თავდამსხმელი, ნახევარმცველი და მცველი უნდა დაიმატონ", - განაცხადა ვიალიმ.

მილანურმა გრანდმა მიმდინარე სეზონის დაწყებამდე 11 ახალი მოთამაშე დაიმატა და 200 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა.

ახალწვეულებს შორის პორტუგალიელი ფორვარდი ანდრე სილვა (38 მილიონი) და ხორვატი ცხრიანი ნიკოლა კალინიჩიც (25 მილიონი) იყვნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები