პირველად 2010 წლის შემდეგ - სერია ა-ში ერთმა იტალიელმა მოთამაშემ 29 ბურთი გაიტანა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პირველად 2010 წლის შემდეგ - სერია ა-ში ერთმა იტალიელმა მოთამაშემ 29 ბურთი გაიტანა


პირველად 2010 წლის შემდეგ - სერია ა-ში ერთმა იტალიელმა მოთამაშემ 29 ბურთი გაიტანა

რომის "ლაციოს" თავდამსხმელის, ჩირო იმობილეს, ფანტასტიკური საგოლე სერია გრძელდება და "არწივების" ბომბარდირმა მორიგი უნიკალური შედეგი დააფიქსირა.

რომაულმა კლუბმა იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურში შინ "სამპდორია" 4:0 გაანადგურა და ჩირომ დუბლი გაიფორმა, რომლის შემდეგაც სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 29 ბურთი დაუგროვდა.

ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ერთ სეზონში 29 გოლის გატანა მოახერხა ლეგენდარული ანტონიო დი ნატალე იყო - მან ეს "უდინეზეს" რიგებში 2009/10 წლების სეზონში გააკეთა.

27 წლის ჩირო იმობილე ამჟამად სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირია და მთავარ მდევარ მაურო იკარდის (26) 3 გოლით უსწრებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაციო ჩირო იმობილე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები