ინძაგი: "ლაციომ მოედანზე სული და გული უნდა დადოს!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინძაგი: "ლაციომ მოედანზე სული და გული უნდა დადოს!"


ინძაგი:

რომის "ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, "სამპდორიასთან" გამარჯვების (4:0) შემდეგ საკუთარი გუნდი გაამხნევა.

"მიუხედავად იმისა, რომ მარკო პაროლო ტრავმის გამო ნაადრევად დავკარგეთ, მაინც კარგი განწყობა გვქონდა. ფელიპე ანდერსონმა კარგად იასპარეზა და აგრეთვე ბედნიერი ვარ ლუიშ ნანის გამო, რომელმაც 10 წუთში საგოლე პასი გააკეთა.

ახლა წინ ოთხი დიდი მატჩი გვაქვს, მაგრამ ჯერ მხოლოდ "ტორინოსთან" უახლოეს შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ.

"ლაციოს" ბოლომდე ბრძოლასთან ერთად მოედანზე მთელი სულისა და გულის დადება მოუწევს, რათა მიზანს მიაღწიოს", - განაცხადა 42 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.

34 ტურის შემდეგ "არწივები" 67 ქულით მე-4 პოზიციაზე არიან და მილანის "ინტერს" მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაციო სიმონე ინძაგი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები