საუთჰემპტონის მწვრთნელმა უცნაური ანტირეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საუთჰემპტონის მწვრთნელმა უცნაური ანტირეკორდი დაამყარა


საუთჰემპტონის მწვრთნელმა უცნაური ანტირეკორდი დაამყარა

დღეს საღამოს, ინგლისის ასოციაციის თასის 1/2 ფინალში, "საუთჰემპტონი" ლონდონის "ჩელსისთან" 0:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

"წმინდანების" ახალი მთავარი მწვრთნელი, მარკ ჰიუზი, კი ისტორიაში უცნაური ანტირეკორდით შევიდა - ჰიუზი ასოციაციის თასის მიმდინარე სეზონში ორი სხვადასხვა გუნდით ორჯერ გამოაგდეს.

ასეთი რამ ბოლოს 17 წლის წინ (2000/01 წლების სეზონში) დაფიქსირდა და გლენ ჰოლდს შეემთხვა, რომელიც ამავე ტურნირიდან "საუთჰემპტონისა" და "ტოტენჰემის" თავკაცის რანგში გამოვარდა.

54 წლის უელსელმა სპეციალისტმა "საუთჰემპტონი" 14 მარტს ჩაიბარა და 6 თამაშში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
საუთჰემპტონი მარკ ჰიუზი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები