პოგბამ მოურინიოსთან უთანხმოებაზე და თავის მომავალზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პოგბამ მოურინიოსთან უთანხმოებაზე და თავის მომავალზე ისაუბრა


პოგბამ მოურინიოსთან უთანხმოებაზე და თავის მომავალზე ისაუბრა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ამავე გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

"მოურინიოსთან არანაირი უთანხმოება არ მაქვს. პირიქით, მის ყველა აზრს პატივს ვცემ, რადგან კარგი მწვრთნელი და კარგი პიროვნებაა.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, ამჟამად იუნაიტედის ფეხბურთელი ვარ და მხოლოდ ამაზე ვფიქრობ, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატი მოდის", - აცხადებს პოგბა.

ასოციაციის თასზე, პოგბამ და "მანჩესტერმა" "ტოტენჰემი" 2:1 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები