ერიქსონი: "ინძაგი დიდი გუნდის ჩასაბარებლად მზად არის"

რომის "ლაციოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გამოცდილმა სვენ გორან ერიქსონმა, "არწივების" ამჟამინდელი თავკაცი, სიმონე ინძაგი, შეაქო.
"ვფიქრობ, ინძაგი დიდი გუნდისთვის მზად არის.
როგორც მოთამაშე, ის ტაქტიკურად ძალიან კარგი იყო. ის ცხოვრობს და ფიქრობს ფეხბურთით. მას მსოფლიოში ნებისმიერი გუნდის გაწვრთნა შეუძლია და დაამტკიცა, რომ კარგ სამუშაოს ასრულებს", - განაცხადა 70 წლის შვედმა სპეციალისტმა.
სვენ გორან ერიქსონი 1999-2001 წლებში "ლაციოში" ინძაგის თავკაცი იყო და 1999/00 წლების სეზონში იტალიის სერია ა ერთად მოიგეს.
სიმონე ახლა 42 წლისაა და "ლაციოს" თავკაცის პოსტს 2016 წლიდან მოყოლებული შესანიშნავად ირგებს.