რომში პანიკაა: "როგორ შევაჩეროთ მოჰამედ სალაჰი?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რომში პანიკაა: "როგორ შევაჩეროთ მოჰამედ სალაჰი?"


რომში პანიკაა:

24 აპრილს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი "რომასა" და "ლივერპულს" შორის.

მატჩის წინ, რომაელები პანიკაში არიან. ისინი ფიქრობენ, თუ როგორ უნდა გააჩერონ საოცარ ფორმაში მყოფი მოჰამედ სალაჰი.

"სალაჰი საოცარ ფორმაშია და მისი შეჩერება ადვილი საქმე არ არის, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ მესი და ბარსელონა გავაჩერეთ", - ამბობს მანოლასი.

"ლივერპულის შემტევი სტილი ძალიან მომწონს. სალაჰი კი უბრალოდ შეუჩერებელია და გოლს გოლზე იტანს. არ გამიკვირდება, თუ ამას რომასთანაც გააკეთებს", - აცხადებს ვეტერანი ფეხბურთელი რიისე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები