Goal.Ge

ეროვნული ლიგა - მე-7 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით


ეროვნული ლიგა - მე-7 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის მე-7 ტურ​ი ცენტრალური მატჩით დასრულდა, სადაც "საბურთალომ" "ტორპედოს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ზოგადად კი ეს ტური ძალიან დაძაბული, უხვგოლიანი და დრამატული გამოდგა, განსაკუთრებით "დილა" "რუსთავის" მატჩი.

GOAL.GE გთავაზობთ მე-7 ტურში მოთამაშე საუკეთესო 11 ფეხბურთელისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

ნუკრი რევიშვილი ("რუსთავი"): ამ ტურში, ნუკრი რევიშვილს მეკარის პოზიციაზე კონკურენტი არ ჰყავს. ქართველმა მეკარემ სასწაული ჩაიდინა, ბოლო წამზე გოლი გაიტანა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა.

გუჯა რუხაია ("დინამო"): "სიონთან" შეხვედრაში რუხაია დამაჯერებელი იყო და შეცდომებს მინიმალურად უშვებდა. მან თბილისური კლუბის მაისურით სადებიუტო გოლიც გაიტანა.

გურამ გიორბელიძე ("სიონი"): მიუხედავად იმისა, რომ "სიონი" საკუთარ მოედანზე "დინამოსთან" დამარცხდა, ბოლნისელთა მცველმა მაინც გამორჩეული მატჩი ჩაატარა და დაცვაში, ფაქტობრივად, უშეცდომო იყო.

ვლადიმირ პანამარიოვი ("კოლხეთი"): ფოთელებმა ელიგის ამ სეზონში მეორე მატჩი მოიგეს. მათ ამჯერად "ლოკომოტივი" დაამარცხეს. "კოლხეთის" მხრიდან გამორჩეული პანამარიოვი იყო, რომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ლევან ხარაბაძე ("დინამო"): ახალგაზრდა ქართველი მცველი ჩვენს სიმბოლურ გუნდში კიდევ ერთხელ ხვდება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ არა ხარაბაძე, შეიძლება "დინამოს" "სიონთან" ვერ მოიგო, მან 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და თამაში არაერთხელ გაამწვავა.

ელვინ ტერა ("საბურთალო"): ნახევარდაცვის ცენტრში "საბურთალოს" ლეგიონერი "ტორპედოსთან" დიდებულად თამაშობდა. გარდა ამისა, ტერამ ამ შეხვედრაში საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნიკა ნინუა ("დინამო"): კუციას ტრავმის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ნინუა ჩაჯდა და უკვე ზედიზედ მეორე მატჩია ძალიან კარგად თამაშობს. ნინუამ "სიონს" გადამწყვეტი გოლი გაუტანა და თავის გუნდს მოაგებინა.

გეორგი გაბულოვი ("რუსთავი"): გაბულოვი ჩვენს სიმბოლურ გუნდში მეორედ მოხვდა. "დილასთან" შეხვედრაში ის რუსთაველთა შემადგენლობაში საუკეთესო იყო. გუნდმა 2 გოლი გაიტანა, გაბულოვმა კი 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ილია მიხალიოვი ("კოლხეთი"): "კოლხეთისა" და "ლოკომოტივის" მატჩში საუკეთესო მიხალიოვი იყო. გარდა გატანილი გოლისა, პირველი გოლის დროს პენალტი სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა.

ლეანდრო რიბეირო ("დილა"): ეროვნულ ლიგაში ახლადდაბრუნებული ლეგიონერი სასწაულ ფორმაშია. "რუსთავთან" მან მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა. ამჯერად, რიბეირო საგოლე გადაცემით გამოირჩა.

გიორგი კოხრეიძე ("საბურთალო"): მისმა გუნდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა, კოხრეიძე კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. ახალგაზრდა შემტევმა ბევრი შეტევა წამოიწყო და ბევრჯერ შეუტია მეტოქის კარს.

მე-7 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით
ეროვნული ლიგა - მე-7 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ოუენი: "პოგბას კლოპთან ან გვარდიოლასთან რომ ეთამაშა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდებოდა"

ინგლისელმა ლეგენდამ, მაიკლ ოუენმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბაზე ისაუბრა.

დღეს, 15:56

კავანის შეძენა 3 კლუბს სურს, პსჟ-მ ურუგვაელს ფასი დაადო

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

დღეს, 15:46

სარიმ სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

აგრეთვე, ამ ფეხბურთელისთვის "ინტერი", "ნაპოლი" და "მილანი" იბრძვიან.

დღეს, 15:40

ალეგრი: "ბევრი მომენტი გავანიავეთ და მარცხი დავიმსახურეთ"

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, "იანგ ბოისთან" მარცხზე ისაუბრა.

დღეს, 13:30

ბატშუაიმ ბეტმენის ბუცებით ითამაშა და ფილ ჯონსი დატროლა [ფოტო]

"ვალენსიას" ბელგიელმა თავდამსხმელმა, მიში ბატშუაიმ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში ბეტმენის ბუცებით იასპარეზა.

დღეს, 13:21

მოურინიო ინტერში ბრუნდება? სპალეტის სავარაუდო შემცვლელთა სამკაციანი სია ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის გამოვარდნის შემდეგ, "ინტერის" ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის შეცვლაზე დაფიქრდა.

დღეს, 13:10

კარვახალი: "როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა აღზრდილები პირველი გუნდისთვის მზად ჯერ არ არიან"

მადრიდის "რეალის" მცველმა, დანიელ კარვახალმა, "ცსკასთან" გამანადგურებელ მარცხზე ისაუბრა.

დღეს, 13:02

"რომ მცოდნოდა, რომ ალისონი ასეთი კარგია..." - კლოპმა ბრაზილიელი მეკარე შეაქო

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, გუნდის მეკარე, ალისონ ბეკერი შეაქო.

დღეს, 12:53

ლივერპულთან მატჩის წინ მოურინიომ ტრავმირებულ მოთამაშეებზე ისაუბრა

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის შედგება.

დღეს, 12:51

ვინისიუსის სტატისტიკა ცსკა-სთან - ის, რაც ჯერ რეალის არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მადრიდის "რეალი" "ცსკა"-სთან სენსაციურად 3:0 განადგურდა.

დღეს, 12:50

გვარდიოლამ სიტის ფეხბურთელი შეაქო: "ის უდიდესი ტალანტია"

"მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ჰოფენჰაიმი" 2:1 დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა.

დღეს, 12:50

"ჩემპიონთა ლიგის შესანიშნავი ნაწილი ახლა იწყება", - რონალდუმ იანგ ბოისთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:46

ჩემპიონთა ლიგა - ჯგუფური ეტაპის სიმბოლური გუნდი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ცნობილია იმ 16 გუნდის ვინაობა, რომელიც ევროპის საუკეთესო კლუბის წოდებისთვის იბრძოლებს.

დღეს, 03:51

სოლარი: "პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ"

ჩემპიონთა ლიგაზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა - მადრიდის "რეალი" საკუთარ მოედანზე "ცსკა"-სთან 3:0 დამარცხდა.

დღეს, 03:45

ლეო მესის განუმეორებელი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონა" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:33

"დაუჭირეთ მხარი მედიის თავისუფლებას!" - აჭარასპორტის ოფიციალური განცხადება

ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნახსენებია, რომ "სამტრედიას" ფეხბურთელმა, ანტისიმბოლურ გუნდში მოხვედრის გამო პროტესტი გამოხატა და დაიმუქრა.

დღეს, 03:16

მოურინიო: "რატომ წავაგეთ ვალენსიასთან? - მიზეზი მარტივია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ "ვალენსიასთან" წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 03:12

2017 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად - იუვენტუსის წარმატებული სერია შეწყდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში "იუვენტუსი" "იანგ ბოიზთან" (1:2) დამარცხდა.

დღეს, 02:55

სანემ იოზილის შედეგი გაიმეორა - პირველი ფეხბურთელი 2015 წლის შემდეგ

როგორც მოსალოდნელი იყო, "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ჰოფენჰაიმი" დაამარცხა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.

დღეს, 02:54

დიბალა: "სასურველი მეტოქე? ყველას უნდა მოვუგოთ"

ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა, პაულო დიბალამ, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ მერვედფინალში პოტენციურ მეტოქეზეც ისაუბრა.

დღეს, 02:50

კურიოზული სტატისტიკა: ჯონსმა ავტო გოლი გაიტანა - ვინ გაიტანა ბოლოს საკუთარ კარში, ჯონსამდე?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი "ვალენსიასა" და "მანჩესტერს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

დღეს, 02:49

ალეგრი: "მიზანს მივაღწიეთ!"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, "იანგ ბოიზთან" სენსაციურ მარცხზე ისაუბრა.

დღეს, 02:43

კოვაჩი: "მაყურებელმა ნამდვილი სპექტაკლი იხილა"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, ამსტერდამის "აიაქსთან" მატჩით აღფრთოვანებული დარჩა.

დღეს, 02:36

ნოიერი: "ცოცხალი თამაში იყო"

მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა და გოლკიპერმა, მანუელ ნოიერმა, ამსტერდამის "აიაქსთან" გიჟური მატჩი შეაფასა.

დღეს, 02:31

ბოლოს როდის ჩაატარა ბაიერნმა ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად ?

მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ დრამატულ შეხვედრაში ფრეს (3:3) მიაღწია და ჯგუფი 14 ქულით მოიგო.

დღეს, 02:20

მიულერმა საკლუბო რეკორდი გაიმეორა

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი, თომას მიულერი, კლუბის ისტორიაში შევიდა.

დღეს, 02:16

მანჩესტერ სიტიმ ჰოფენჰაიმს მოუგო და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ჰოფენჰაიმი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:13

როდის ჩატარდება 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა?

ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის, ჯგუფური ეტაპი დასრულდა.

დღეს, 02:11

შახტარმა ვერ მოიგო და ევროპა ლიგაზე გადაერთო - ხოჭოლავა 46-ე წუთზე შეცვალეს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ერთმანეთს დონეცკის "შახტარი" და "ლიონი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:08

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები