რონალდინიომ პოგბა დაახასიათა: "ოქროს ბურთის მოგება შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდინიომ პოგბა დაახასიათა: "ოქროს ბურთის მოგება შეუძლია"


რონალდინიომ პოგბა დაახასიათა:

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩემპიონი, რონალდინიო მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს, პოლ პოგბას "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია.

ლეგენდარული ბრაზილიელის აზრით, ფრანგი უნივერსალი ფეხბურთელია, რომელსაც შესწევს ძალა ისტორიაში შევიდეს.

"ეჭვი არ მეპარება, პოგბას "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია", - ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს Canal+.

"ახალგაზრდაა, ნიჭიერი, ნებისმიერ ადგილას თამაშის ძალა შესწევს. როგორც დაცვა, ისევე შეტევა შეუძლია".

"პოგბასთვის ნებისმიერი პოზიციის დახურვა პრობლემას არ წარმოადგენს. შეუძლია ისტორიაში შევიდეს", - დასძინა სამხრეთამერიკელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები