კულიბალი: "ნაპოლის ყოველთვის სჯეროდა ჩემპიონობის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კულიბალი: "ნაპოლის ყოველთვის სჯეროდა ჩემპიონობის"


კულიბალი:

"ნაპოლის" მცველმა, კალიდუ კულიბალიმ სერია ა-ს 34-ე ტურში "იუვენტუსთან" (1:0) გამართული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდს დადებითი შედეგის დაფიქსირების სჯეროდა.

მოგეხსენებათ, აღნიშნულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი სწორედ კულიბალიმ გაიტანა, შედეგად ნეაპოლელებმა სატურნირო ცხრილში ტურინელებთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირეს.

"ვიცოდით, რომ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მატჩი იყო, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ და შეგვიძლია ვიამაყოთ", - ციტირებს კულიბალის სიტყვებს Football Italia.

"იუვენტუსი" ძალიან ძლიერია, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ "ნაპოლის" მასთან ბრძოლა შეუძლია. გუნდს ყოველთვის სჯეროდა ჩემპიონობის და ამას იქამდე გააკეთებს, სანამ შანსები რჩება".

"სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ამიტომაც წინსვლა უნდა განვაგრძოთ. საკუთარი თავის გვჯერა, ჩვენი სათამაშო სტილის, ჩვენი ფეხბურთელებისა და პერსონალის. დღეს ეს დავამტკიცეთ", - დასძინა კალიდუმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები