რეალი მზადაა სალაჰის სანაცვლოდ 200 მლნ ევრო გადაიხადოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალი მზადაა სალაჰის სანაცვლოდ 200 მლნ ევრო გადაიხადოს


რეალი მზადაა სალაჰის სანაცვლოდ 200 მლნ ევრო გადაიხადოს

"რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ლივერპულის" თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის ხელში ჩაგდებას ეცდება, წერს Don Balon.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, "თეთრები" მზად არიან ეგვიპტელ ფორვარდში 200 მილიონი ევრო გადაიხადონ.

თავად 25 წლის შემტევსაც უნდა "სამეფო კლუბში" გადასვლა. თუმცა, "ლივერპული" ფეხბურთელის შენარჩუნებას ეცდება და მზად იქნება მასთან მოლაპარაკებები ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში გამართოს.

შეგახსენებთ, სალაჰი ინგლისის პრემიერ ლიგის 2017/18 წლების სეზონის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები