პერესი: "რეალი კიდევ ერთი რეკორდის დამყარებისთვის ყველაფერს გააკეთებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პერესი: "რეალი კიდევ ერთი რეკორდის დამყარებისთვის ყველაფერს გააკეთებს"


პერესი:

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა თქვა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებას უმიზნებს და ამისათვის ყველაფერს გააკეთებს.

მოგეხსენებათ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე "სამეფო კლუბი" "ბაიერნს" დაუპირისპირდება, მატჩები 25 აპრილსა და 1 მაისს გაიმართება.

"ისტორიულ პერიოდში ვცხოვრობთ: ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოვიგეთ, რაც ჩვენამდე არავის გაუკეთებია, ასევე ეს ტიტული ოთხ წელიწადში სამჯერ დავისაკუთრეთ", - ციტირებს პერესის სიტყვებს Marca.

"თუმცა, კვლავ მოტივირებულები ვართ და ისტორიის გაგრძელება გვინდა. ვიცი, ეს ძალიან რთულია, მაგრამ ვეცდებით. შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი გვყავს, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარონ".

შეგახსენებთ, "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოიგო აღნიშნული ტურნირი ზედიზედ ორჯერ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები