აზარი: "ინგლისის თასი? გვყავს ფეხბურთელი, რომელიც ფინალებს ყოველთვის იგებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

აზარი: "ინგლისის თასი? გვყავს ფეხბურთელი, რომელიც ფინალებს ყოველთვის იგებს"


აზარი:

"ჩელსის" თავდამსხმელს, ედენ აზარს სჯერა, რომ მისი გუნდი ინგლისის თასის ტიტულს დაეუფლება.

მოგეხსენებათ, "არისტოკრატები" აღნიშნული ტურნირის გადამწყვეტ დაპირისპირებაში "მანჩესტერ იუნაიტედს" შეხვდებიან.

"იმედი მაქვს, ამჯერად ჩვენ გავიმარჯვებთ", - ციტირებს აზარის სიტყვებს Goal.

"გასულ წელს, სამწუხაროდ, დავმარცხდით (ანტონიო კონტეს გუნდს "არსენალმა" აჯობა, სადაც მაშინ ოლივიე ჟირუ ირიცხებოდა). თუმცა, ახლა ჟირუ გვყავს. იგი ფინალებს ყოველთვის იგებს. განსაკუთრებით ინგლისის თასს".

ცნობისთვის, ინგლისის თასის ფინალური მატჩი 19 მაისს, სტადიონ "უემბლიზე" გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები