ჟირუ: "ჩელსი გასაოცარი ფინალისთვის მოემზადება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჟირუ: "ჩელსი გასაოცარი ფინალისთვის მოემზადება"


ჟირუ:

"ჩელსის" თავდამსხმელის, ოლივიე ჟირუს აზრით, ინგლისის თასის ფინალი, სადაც მისი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება, გასაოცარი იქნება.

ფრანგი ფორვარდი ამატებს, რომ ამ ტიტულის მოგება უნდა.

მოგეხსენებათ, "არისტოკრატებმა" გუშინ ინგლისის თასის ნახევარფინალში "საუთჰემპტონი" (2:0) დაამარცხეს და როგორც მოგახსენეთ, გადამწყვეტ მატჩში "წითელ ეშმაკუნებს" დაუპირისპირდებიან.

"ბიჭებს ვუთხარი, რომ ინგლისის თასის მოგება მინდა. ესაა ჩემი მიზანი სეზონის მიწურულს. ჩემთვის განსაკუთრებული ტურნირია. ჩემპიონატში რაც შეიძლება უკეთესად ვაპირებთ თავის წარმოჩენას და გასაოცარი ფინალისთვის მოვემზადებით", - ციტირებს "ჩელსის" პრესსამსახური ჟირუს სიტყვებს.

31 წლის ფორვარდმა ამ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები