მესი - მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მესი - მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი


მესი - მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი

"ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი, ლიონელ მესი 2017/18 წლების სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა France Football ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ამ სეზონში ფეხბურთელი 126 მილიონ ევროს გამოიმუშავებს (თანხა მითითებულია ხელფასის, ბონუსებისა და რეკლამების შემოსავლის ჩათვლით).

აღნიშნულ რეიტინგში მეორე ადგილს "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ (94 მილიონი ევრო) იკავებს. მესამე პოზიციაზე "პსჟ"-სა და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი, ნეიმარია (81,5 მილიონი ევრო). მეოთხეზე - "რეალისა" და უელსის ნაკრების შემტევი, გარეტ ბეილი (44 მილიონი ევრო). მეხუთეზე - "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების მცველი, ხერარდ პიკე (29 მილიონი ევრო).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები