რამოსი: "იმედია, მესამე ჩემპიონობას ვიზეიმებთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რამოსი: "იმედია, მესამე ჩემპიონობას ვიზეიმებთ"


რამოსი:

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა და კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური დაპირისპირების წინ საკუთარი გუნდი გაამხნევა.

"ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშისა და ტიტულის დაცვის შესაძლებლობა გვაქვს. გუნდი კარგ მდგომარეობაშია, ამიტომ იმედი მაქვს, კიდევ ერთ ჩემპიონობას ვიზეიმებთ.

"რეალმა" ძალიან კარგი გუნდები დაამარცხა, მაგრამ უძლიერესი კლუბები ჯერ კიდევ წინ არიან.

"ბაიერნი" - კარგი მოწინააღმდეგეა, რომელსაც კარგად ვიცნობთ. იმედია, ისტორია განმეორდება", - განაცხადა 32 წლის ესპანელმა.

"სამეფო კლუბმა" ჩემპიონთა ლიგის ტიტული ზედიზედ ორჯერ მოიპოვა და ახლა ნახევარფინალში "რეკორდმაისტერს" შეხვდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეალი სერხიო რამოსი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები