კლოპი: "ჩემი და დი ფრანჩესკოს მსგავსება? ორივეს ცუდი წვერი გვაქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კლოპი: "ჩემი და დი ფრანჩესკოს მსგავსება? ორივეს ცუდი წვერი გვაქვს"


კლოპი:

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, "რომასთან" თამაშის წინ მოჰამედ სალაჰსა და ეუსებიო დი ფრანჩესკოზე ისაუბრა.

"სალაჰი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ? ეს სავსებით ნორმალურია. მოთამაშეებიც და მწვრთნელებიც ხშირად იცვლიან კლუბებს.

მოთამაშე, რომელიც ახლა გვყავს, რომიდან მოვიდა და თითეულ მათგანს აქვს წვლილი მის განვითარებაში.

მსგავსება დი ფრანჩესკოსთან? ჩვენ ორივე ვატარებთ სათვალეს! გარდა ამისა, ვფიქრობ, ორივეს ცუდი წვერი გვაქვს", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

მერსესაიდული გრანდი რომაულ კლუბს ხვალ საკუთარ მოედანზე შეხვდება, ხოლო საპასუხო მატჩი 2 მაისს რომში გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები