ალონსო: "ბაიერნმა რეალს შანსის ნახევარიც რომ მისცეს, გოლს გაუშვებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალონსო: "ბაიერნმა რეალს შანსის ნახევარიც რომ მისცეს, გოლს გაუშვებს"


ალონსო:

მადრიდის "რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხაბი ალონსომ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "სამეფო კლუბი" "ალიანს არენაზე" "რეკორდმაისტერს" დაუპირისპირდება.

"მიმდინარე სეზონში, ლიგის 1/4 ფინალებში სასწაულები მოხდა, თუმცა ვფიქრობ, რომ პირველ შეხვედრას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს.

"ალიანს არენაზე" "ბაიერნი" პრესინგზე ითამაშებს და ცხადია, "რეალს" გაუჭირდება, თუმცა თუ მათ შანსის ნახევარი მაინც მიეცათ, გოლს აუცილებლად გაიტანენ", - განაცხადა ალონსომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები