ბაიერნი საგანგებოდ ემზადება: "ახლა მხოლოდ რეალზე ვფიქრობთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერნი საგანგებოდ ემზადება: "ახლა მხოლოდ რეალზე ვფიქრობთ"


ბაიერნი საგანგებოდ ემზადება:

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ბაიერნი" მადრიდის "რეალს" მიიღებს.

შეხვედრის წინ, იუპ ჰაინკესის გუნდი განსაკუთრებულად ემზადება. არც ერთი ფეხბურთელი კომენტარს არ აკეთებს და თავად მთავარი მწვრთნელიც თავს იკავებს პრესასთან ურთიერთობისგან.

უკვე 2 დღეა გუნდის ვარჯიშები დახურულ კარს მიღმა ტარდება და პრესას გადაღების უფლება არ აქვს.

"ახლა მხოლოდ მადრიდის "რეალზე" ვფიქრობთ. 100%-ით კონცენტრაცია სასიცოცხლო მნიშვნელობის არის", - მოკლე კომენტარი გააკეთა იუპ ჰაინკესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები