რომას მწვრთნელს სალაჰის არ ეშინია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რომას მწვრთნელს სალაჰის არ ეშინია


რომას მწვრთნელს სალაჰის არ ეშინია

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ, სადაც "ლივერპული" "რომას" დაუპირისპირდება, კომენტარი რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ გააკეთა.

"სალაჰი? გასაგებია, რომ ის კარგ ფორმაშია მაგრამ ლივერპულში მხოლოდ ის არ თამაშობს. ამ შემთხვევაში, მე ინდივიდუალურად ფეხბურთელებს არ გამოვყოფ. ყველაფერი გუნდზეა დამოკიდებული.

მაგალითად, ბარსელონასთან გუნდურად ვითამაშეთ. ჩვენი მიზანი არ იყო მხოლოდ მესის აყვანა, ჩვენი მიზანი მთლიანი ბარსელონას განეიტრალება იყო", - აცხადებს დი ფრანჩესკო.

შეგახსენებთ, რომ სალაჰი "ლივერპულში" სწორედ "რომადან" გადავიდა. პრემიერ ლიგის ამ სეზონში ეგვიპტელს 31 გოლი აქვს გატანილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები