ჯორჯო კიელინის მძიმე დიაგნოზი დაუსვეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჯორჯო კიელინის მძიმე დიაგნოზი დაუსვეს


ჯორჯო კიელინის მძიმე დიაგნოზი დაუსვეს

"იუვენტუსის" მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ტრავმის მიღების შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა.

მოგეხსენებათ, "ბებერი ქალბატონის" დაცვის ხაზის ლიდერი იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურში "ნაპოლისთან" (0:1) გამართულ მატჩში დაშავდა.

როგორც კლუბის პრესსამსახური იუწყება, 33 წლის იტალიელს ბარძაყის კუნთი და მუხლის მყესები აქვს გაწყვეტილი.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ რამდენ ხანს გასტანს აღდგენითი პროცესები, მაგრამ ფეხბურთელმა მკურნალობა უკვე დაიწყო.

მიმდინარე სეზონში 33 წლის კიელინიმ ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები