Goal.Ge

რაული-მადრიდის სიამაყე!



ადამიანი, რომელსაც უყვარს ფეხბურთი უბრალოდ აფასებს ყველა იმ ფეხბურთელს, რომლის ღვაწლიც ფეხბურთის განვითარებაში უდიდესია. ამ სტატიის მთავარ გმირს კი საკუთარი წვლილი ნამდვილად შეტანილი აქვს სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის განვითარებაში. საუბარი მაქვს მადრიდის რეალისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაზე, რაულ გონსალეს ბლანკოზე, შესანიშნავ ადამიანზე და ბრწყინვალე ფეხბურთელზე. მე არ მახსენდება ადამიანი, რომელსაც არ მოსწონს და არ აფასებს მას. ყველას უჩნდება კითხვა, კითხვა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გაუშვეს ის მადრიდის რეალიდან?! ვის სინდისზეა რეალიდან "რეალის" წასვლა? მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ რეალისთვის ლეგენდების ისე გაშვება, როგორც იეროს, დელ ბოსკეს, გუტის და რაულის შემთხვევაში იყო ნამდვილად არ იქნება სასიკეთო. შეუძლებელია არ დააფასო ამ ადამიანების ღვაწლი რეალის და ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში. რაული ნამდვილი კაპიტანი გახლდათ, მისი თამაში გუნდის სულიერ გაძლიერებასთან ასოცირდებოდა, მისი ყოველი შეხება ბურთთან ელექსირი გახლდათ ყოველი მადრიდელი ფეხბურთელისათვის, კასილიასი, რამოსი და სხვა მადრიდელები უბრალოდ რაულის რწმენითა და იმედით აღსავსენი იყვნენ მოედანზე, რადგან მათ ელ კაპიტანო მიუძღოდა წინ! ის იყო ნამდვილი ლიდერი და 90 წუთის განმავლობაში საკუთარი გუნდის გამარჯვებაზე ორიენტირებული. მასთან ერთად რეალმა 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 6-ჯერ ლა ლიგა და ამ ყველაფერში მისი ღვაწლი უდიდესი გახლდათ. ის იყო გუნდის მთავარი მეგოლე, რაც რეალის ისტორიაზეც აისახა, მას თვით ალფრედო დი სტეფანოზე მეტი გოლი დაუგროვდა და ყველა დროის საუკეთესო მადრიდელი მეგოლეს სტატუსიც მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობასაც არავის უთმობს და ამაყად იკავებს პირველ ადგილს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე. საინტერესოა ის რეალიდან გაუშვეს თუ თავისი სურვილით წავიდა, წავიდა იმიტომ, რომ კონკურენციის შეეშინდა ფლორენტინო პერესის ახალ გალაქტიკოში? ვიფიქრებდი, რომ თავისი სურვილით წავიდოდა მის ადგილზე სხვა ფეხბურთელი, მაგრამ რაული?! რაული არა, რადგან ის იგივე გახლდათ რეალისთვის, რაც იუვენტუსისთვის დელ პიერო, მილანისთვის მალდინი, მანჩესტერისთვის გიგზი. მთელი თავისი კარიერა ერთ გუნდში გაატარა და ახლა რისი უნდა შეშინებოდა ნამდვილ კაპიტანს?! იგუაინის თუ ბენზემასი?! არა, აქ რაღაც სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე, იქნებ კრიშტიანუ რონალდუს 94 მილიონიანი ტრანსფერი 9 ნომრიანმა რონალდუს მაისურმა ვერ ამოიღო სრულად და მისი მომავალ სეზონში 7 ნომრად გამოჩენას დამატებითი მილიონების შემოტანას უწინასწარმეტყველებდნენ მადრიდელი მაღალჩინოსნები პერესის მეთაურობით?! არ ვიცი, მაგრამ ფაქტია თეთრი სულისა და გულის ადამიანს ლურჯი ფორმა ჩააცვეს და თბილი ესპანეთიდან გერმანიაში, შალკეს შემადგენლობაში ხილვის საშუალება მოგვცეს. არავინ მითხრას, რომ რაულის დატოვება მოინდომეს და არ გამოუვიდათ, ამაზე საუბარიც ზედმეტია, რადგან რაული იმ დონის ფეხბურთელი და ადამიანი გახლდათ, რომ გერმანიაში ფულის გამო არ წავიდოდა, უბრალოდ წავიდა იმიტომ, რომ რაული იყო და იქ არაფერი ესაქმებოდა, სადაც ზედმეტად მიიჩნეოდა მისი გუნდში ყოფნა, თან სათადარიგოთა სკამზე საკუთარი თავის ხილვა მისთვის იმაზე მძიმე გახლდათ, ვიდრე სხვა ქვეყნის გუნდში გადაბარგება და რეალის ნაცვლად, შალკესთვის გოლების გატანა. მახსოვს მისი გამოჩენა შალკეს შემადგენლობაში, იმდენად დაბნეული იყო თვითონაც, რომ თავი ალბათ კოშმარში ეგონა, 15 წელზე მეტი ითამაშო ერთ გუნდში და წახვიდე ისე, როგორც წავიდა რეალიდან ლასანა დიარა და კრისტოპ მეტცელდერი უბრალოდ საშინელებაა. ეს სამარცხვინოა იმ დონის გუნდისთვის, როგორიც მადრიდის რეალია, თუმცა რა მიკვირს, ალფრედო დი სტეფანოც ზუსტად ასე გაუშვეს გუნდიდან, ყველა დროის საუკეთესო მადრიდელი ფეხბურთელი და ზუსტად ის ადამიანი, რომელმაც რეალს XX საუკუნის საუკეთესო კლუბის სახელი მოუპოვა, ასევე უმოწყალოდ გაუშვეს ფერნანდო იერო და ვისენტე დელ ბოსკე და უკვე რაულზეც და გუტიზეც იგივე სახის ქმედება გაავრცელეს. შემდეგი ვინ იქნება ნამდვილად ვერ გეტყვით, არ მინდა იმის წარმოდგენა, რომ იკერ კასილიასსა და სერხიო რამოსსაც იგივე ელის, მაგრამ ფაქტია ამ მხრივ რეალს მილანის მაგალითის გამოყენება ნამდვილად არ აწყენდა, გუნდის, რომელიც ღირსეულ ფეხბურთელებსა და ლეგენდებს ნამდვილად ღირსეულად აფასებს. რაული სხვა გუნდში?! არა ნამდვილი სასწაულია მისი ხილვა სხვა გუნდის მაისურით, ეს შემაწუხებელია და შემაძწრუნებელი. თეთრი ლეგენდა, რეალის დღევანდელი სახე, მისი წარუშლელი კვალი, სხვა გუნდის მაისურით რატომ უნდა ასპარეზობდეს?! არავინ თქვას რეალის დონის თამაში რაულს არ შეეძლოო მაშინ, როცა გუნდიდან წავიდა, რადგან შალკეში მისმა კარიერამ ნათელი პასუხი გასცა ამ კითხვას, ბენზემა+იგუაინზე უფრო ეფექტურიც იყო და ნაყოფიერიც მისი გერმანული კარიერა. რეალმა სულის ნაწილი წაართვა საკუთარ თავს, რაულიის სახით. ადამიანის, რომელიც დაუღალავად იმის მცდელობაში იყო სიბელესზე გაეტანა რეალის დიდება და გამარჯვება მოეტანა საყვარელი კლუბისათვის, თუმცა საბოლოოდ მისი გუნდის სიბელესზე ტრიუმფს ტელევიზიით მიადევნა თვალი 2012 წელს, როცა რეალმა 32-ედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა, უკვე სხვა გუნდის ფეხბურთელის რანგში, თუმცა დარწმუნებული ვარ მისი სიხარული ზუსტად ისეთივე გახლდათ როგორც ყოველი მადრიდელის და მისი პირადი განცდაც გათანაბრებული იყო იმ 6 აღნიშნვასთან ესპანეთის ჩემპიონის რანგში, რომელიც მან მადრიდის რეალის ფეხბურთელობისას განიცადა. ვაფასებ ძალიან ბევრ ფეხბურთელს თავისი კარიერისა და ადამიანობის მიხედვით, მათ შორის კი რაული ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია თავისი პიროვნული თვისებებითა და კარიერით. ის მადრიდელად დაიბადა და მადრიდელად მოკვდება, თუმცა რეალს მის წინაშე დიდი მინუსი აქვს და მისი გამოსწორება ყოველი მადრიდელისათვის სავალდებულოა. მას უნდა მოუწყონ ზღაპრული დახვედრა და გაცილება მადრიდის უმთავრესი სტადიონიდან და რეალის ლეგენდებს შორის მისი სახელიც ოქროს ასოებით ამოტვიფრონ. როცა ვიხსენებ რაულის თამაშას, მის მიერ ყოველი ემოციისა და განცდის გაანალიზებას ვახდენ და ვხვდები, თუ რაოდენ დასაფასებელია ის მადრიდის რეალისთვის და ზოგადად ფეხბურთისათვის. თავზე გადაგდების დიდოსტატი, ეგრეთ წოდებული "პაცებიის" უბადლო შემსრულებელი და რაც მთავარია ნამდვილი ლიდერი! ლიდერობა ფეხბურთან არაფერ შუაშია, მას ვარჯიშით ვერ მოიპოვებ, ის უბრალოდ დაბადებიდან უნდა გაგაჩნდეს და რაულს ეს ყოველივე დაბადებიდან ახასიათებდა და წარმოადგენდა მადრიდის რეალის ნამდვილ ლიდერს, რომელიც უბრალოდ გაუშვეს!!! მოვა დრო და ფიფა და უეფა ფეხბურთის განვითარებისათვის გაწეულ სამუშაოს მას დაუფასებს შესაბამისი ჯილდოებით, რეალიც გამოასწორებს თავის შეცდომას და რაულის თვალებზე მადრიდის რეალის ჰიმნის გაჟღერებისას ისევ ამოვიკითხავთ უსაზღვრო სიყვარულსა და პატივისცემას მადრიდის უმთავრესი საფეხბურთო გუნდისადმი, იმ გუნდისადმი, რომელსაც მან საკუთარი თავი უსახსოვრა და ისტორია აჩუქა, ისტორია სახელად ბლანკო!!! ელ კაპიტანო-რეალის მეორე სახელი!

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ინტერი შინ სლავიასთან მარცხს კომპენსირებულ დროში გადაურჩა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, "ინტერმა" "სლავიას" უმასპინძლა.

დღეს, 22:57

"მისი იმედგაცრუების გვესმის, მაგრამ...", - ლიოვმა ტერ შტეგენს უპასუხა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა ეროვნულ გუნდში გოლკიპერებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

დღეს, 22:36

გვარდიოლა: "კლოპმა თქვა, რომ სიტი მსოფლიოს საუკეთესო კლუბია?"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "ლივერპულის" თავკაც იურგენ კლოპს უპასუხა.

დღეს, 22:26

განრისხებული იგუაინი - არგენტინელმა ვარჯიშზე მწვრთნელს დაარტყა [VIDEO]

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი ვარჯიშის მიმდინარეობისას მოულოდნელად წყობიდან გამოვიდა.

დღეს, 22:20

"მიეცით ნეიმარს მეორე შანსი", - ვერატი პსჟ-ს გულშემატკივრებს

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ ფრანგული გუნდის გულშემატკივრებს მიმართა.

დღეს, 22:06

იბრაჰიმოვიჩმა MLS-ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:30

ბარსელონა და ფატი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, დეტალები ცნობილია

"ბარსელონა" თავდამსხმელ ანსუ ფატის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა.

დღეს, 21:23

კლუბი, რომელსაც ალეგრიმ იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ უარი უთხრა

მოგეხსენებათ, მასიმილიანო ალეგრი 2018/19 წლების სეზონის დასრულების შემდეგ უკლუბოდაა.

დღეს, 21:13

ლეონარდო: "ვფიქრობ, მოვიდა დრო ნეიმარზე საუბარი დასრულდეს"

"პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:04

სიტის მხოლოდ ერთი ნომინალური ცენტრალური მცველი დარჩა

"მანჩესტერ სიტის" ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა.

დღეს, 20:52

ნეიმარი - კაზემიროს: "დილის შვიდამდე ქაუნთერი უნდა გეთამაშო, ხვალ დაღლილი მინდა გნახო"

პსჟ-სთან“ მატჩის წინ, კაზემირომ სოციალურ ქსელში სურათი განათავსა და წარწერაც დაურთო: „Hala Madrid”.

დღეს, 20:25

ორი სასჯელი, რომელიც შესაძლოა ბარსელონას დაეკისროს

გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo წერს საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 20:11

რონალდუ: "როცა შენს პატიოსნებას ეჭვქვეშ აყენებენ, მტკივნეულია"

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:58

ვილიანმა სასურველი სათამაშო ადგილი დაასახელა

"ჩელსის" თავდამსხმელმა, ვილიანმა საკუთარ მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:44

მანჩესტერმა იანვრისთვის მთავარი სამიზნე შეარჩია

"იუნაიტედმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრი უკვე დაიწყო.

დღეს, 19:41

"თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობ", - აზარი ზიდანზე

"რეალის" თავდამსხმელმა, ედენ აზარმა გუნდის თავკაც ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

დღეს, 19:36

ბარსელონას გრიზმანის ტრანსფერის გამო კამპ ნოუზე ასპარეზობას აუკრძალავენ?

„ბარსელონას“ ანტუან გრიზმანის ტრანსფერის გამო დასჯა ჯერ კიდევ ემუქრება.

დღეს, 18:27

სახალისო ფაქტი: მილნერს პრემიერ ლიგაში თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი აქვს გატარებული

დღეს, „ლივერპულის“ ვიცე-კაპიტნის პრემიერ ლიგაში დებიუტს 6155 დღე შეუსრულდა.

დღეს, 18:01

"ტოტენჰემში კარიერის დასრულებას არ ვაპირებ", - სად აიღო გეზი ლორისმა?

„ტოტენჰემის“ ფრანგი მეკარის თქმით, ის ლონდონურ გუნდში კარიერის დასრულებას არ აპირებს.

დღეს, 17:57

მანჩესტერი დიბალას გადაბირებას იანვარშიც შეეცდება

„იუვენტუსის“ ფორვარდი, პაულო დიბალა, შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ მაინც გადავიდეს.

დღეს, 17:53

ვალენსიას ფეხბურთელებმა ჩელსისთან მატჩის წინ პრესკონფერენციას ბოიკოტი გამოუცხადეს

„ღამურების“ ფეხბურთელები გუნდის მთავარი მწრთნელის, მარსელინო გარსია ტორალის გათავისუფლებით უკმაყოფილონი არიან.

დღეს, 17:50

ალეგრიმ სასურველი გუნდი შეარჩია

RMC-ის ცნობით, მასიმილიანო ალეგრიმ სასურველი გუნდი შეარჩია.

დღეს, 16:20

იკარდის ცოლი უკვე ახალ გუნდზე ფიქრობს: "იანვარში შესაძლოა სიურპრიზი ვიხილოთ"

მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა ვანდა ნარამ მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

დღეს, 16:11

იუვენტუსს ატლეტიკოსთან კოსტა ვერ დაეხმარება

ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დუგლას კოსტასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

დღეს, 16:01

ვარანი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მადრიდის "რეალის" მცველმა რაფაელ ვარანმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა:

დღეს, 15:49

დელ პიერო: "ტიტულების მოსაგებად მხოლოდ რონალდუ საკმარისი არ არის"

ტურინის "იუვენტუსის" ცოცხალმა ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ "ბებერ ქალბატონზე" ისაუბრა:

დღეს, 15:34

რეალს პსჟ-სთან მატჩისთვის 6 ფეხბურთელი გამოაკლდება

ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-ს დაუპირისპირდება.

დღეს, 15:24

ნეიმარს ევროთასებზე სასჯელი შეუმსუბუქეს

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარი ევროთასებზე სამ-მატჩიანი დისკვალიფიკაციით არის დასჯილი.

დღეს, 15:09

არქი სამტრედიას გენერალური სპონსორი გახდა

16 სექტმებერს დეველოპერულმა კომპანია არქიმ დიდი საფეხბურთო ისტორიის მქონე კლუბ „სამტრედიასთან“ ხელშეკრულების მემორანდუმი გააფორმა და მისი ოფიციალური პატრონაჟი აიღო.

დღეს, 14:40

ტოტიმ რომას წლევანდელ მიზნებზე ისაუბრა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" წლევანდელ მიზნებზე ისაუბრა.

დღეს, 14:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10