"ამჟამად ის საუკეთესოა", - ლინეკერმა მესი და რონალდუ დააიგნორა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"ამჟამად ის საუკეთესოა", - ლინეკერმა მესი და რონალდუ დააიგნორა



"ლესტერის", "ევერტონის", "ბარსელონასა" და "ტოტენჰემის" ექს-ფეხბურთელი, გარი ლინეკერი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰია.

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში სალაჰმა ორი გოლი გაიტანა, გარდა ამისა ორი საგოლე პასიც გააკეთა და "ლივერპულს" "რომას" განადგურებაში დაეხმარა - 5:2.

"სალაჰი ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია", - აცხადებს ლინეკერი არხ BT Sport-თან ეთერში.

"სალაჰი უბრალოდ ეგვიპტელი მეფეა. ევროპის მთავარი ფორვარდია", - დასძინა ინგლისელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები