მიულერი: "ბაიერნს ფინალში გასვლის ძალიან კარგი შანსები აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მიულერი: "ბაიერნს ფინალში გასვლის ძალიან კარგი შანსები აქვს"


მიულერი:

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" გასამართი პირველი 1/2 ფინალური მატჩის წინ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა უნდა შეუტიოს.

გარდა ამისა, მიუნხენელთა შემტევი აცხადებს, რომ "რეკორდმაისტერს" ფინალში გასვლის კარგი შანსები აქვს.

"ვიცით, რომ ახლა სასწორზე ყველაფერი დევს. "ბაიერნს" ფინალში გასვლის ძალიან კარგი შანსები აქვს", - ციტირებს მიულერის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

"კარგი პერიოდი გვაქვს, მატჩი საჭირო დროს ემთხვევა. ვნახოთ, თუ როგორი იქნება შედეგი. არავინ არაფერს არ გვაჩუქებს".

"რეალის" დონე კარგად მოგვეხსენება. მაგრამ უნდა შევუტიოთ, გატანა უნდა გვინდოდეს", - დასძინა ტომასმა.

მოგეხსენებათ, "ბაიერნი" - "რეალი" დღეს, 25 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები