ინგლისური კლუბები ჰუსაის უმიზნებენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინგლისური კლუბები ჰუსაის უმიზნებენ


ინგლისური კლუბები ჰუსაის უმიზნებენ

"ნაპოლის" განაპირა მცველმა, ელსიდ ჰუსაიმ, მომდევნო სეზონში კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, 24 წლის ალბანელით "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" არიან დაინტერესებული.

ნეაპოლური კლუბი ჰუსაის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს და სამივე ინგლისური ტოპ-კლუბი მზად არის დააკმაყოფილოს იტალიელების მოთხოვნა.

ელსიდ ჰუსაი "ნაპოლის" ძირითადი მოთამაშეა, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია მოქმედება. მიმდინარე სეზონში ალბანელმა 43 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები