Goal.Ge

ესპანეთის ნაკრები: ვინ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე?



GOAL.GE აგრძელებს მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით სტატიების წერას. წინა ბლოგში ჩემპიონატის მასპინძელზე, ბრაზილიის ნაკრებზე ვისაუბრეთ, ახლა კი მოქმედი ჩემპიონის ჯერია. ნამდვილად ითამაშებენ იკერ კასილასი, ვიქტორ ვალდესი, სერხიო რამოსი, პიკე, ალბა, არბელოა, ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო, ფაბრეგასი, ხესუს ნავასი, ხუან მატა, პედრო, ალვარო ნეგრედო, დიეგო კოშტა. "ფურია როხას" მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე პრაქტიკულად არ ცვლის ნაკრების წამყვან ღერძს. ესპანეთი ძირითადად ქვეყნის ორი ბუმბერაზი კლუბიდან ("ბარსელონა" და "რეალი") მარაგდება. მიუხედავად ლეგიონერების სიმრავლისა, რომელთაც საკმაოდ მაღალი დონე აქვთ. "ულვაშა" მთავარ აქცენტს კატალონიურ ბურთის ფლობასა და მადრიდულ კონტრშეტევაზე აკეთებს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მომდევნო მუნდიალზე ესპანეთის ნაკრებს აშკარა ფავორიტად არავინ მიიჩნევს, რაც კონფედერაციის თასის ფინალმა ნათლად დაგვანახა. ზაფხულამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, ბრაზილია კი ახლა მოქმედ ჩემპიონზე მაღლა დგას. საინტერესოა, ვინ და როგორ დაიცავს "ფურია როხას ღირსებას. სუსტი წერტილები მარჯვენა მცველი. პირველი პოსტულატი, რა თქმა უნდა: ალვარო არბელოა- მორალურად გადაბერებული ფეხბურთელი. ის ჯერ კიდევ გასულ ევროპის ჩემპიონატზე მიიჩნეოდა ნაკრების ყველაზე სუსტ ადგილად (არადა სიმბოლურში მოხვდა). ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაკრებში თამაშს მოუხშირა ხუანფრანმა, თუმცა "ატლეტიკოს" უკანახაზელს კლასი აშკარად აკლია. სამწვრთნელო შტაბს ასპილიკუეტა არ მოსწონს. კარვახალს სათამაშო დრო არ აქვს გუნდში, მონტოია და კარლოს მარტინესი კი აშკარად არ არიან მზად. დელ ბოსკემ უნივერსალი კოკეც დააყენა ამ ადგილზე, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, არ გაამართლა. ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი-პიკეს წყვილი ძალიან საიმედოა, რასაც ვერ ვიტყვით მათ შემცვლელებზე. ვერც ბარტრაზე და ვერც ინიგო მარტინესზე დაეყრდნობა კაცი. თავისი მეოთხე დიდი ტურნირის თამაშისთვის ემზადება რაულ ალბიოლი. ალბიოლი ძირითადზე ვერც იოცნებებს, თუმცა, თუ რამოსს ან პიკეს პრობლემები შეექმნა, გამოცდილების ხარჯზე, შეეცდება კარგად ჩაენაცვლოს ცენტრში. მეკარე. აქ პერიფრაზია საჭირო - სუსტი კი არა, პრობლემური წერტილი. კასილასი მუდამ მიიჩნეოდა ნაკრების იმედად. საოცრად სტაბილური მეკარე ძალიან ხშირად გამოდიოდა თავდამსხმელებთან ორთაბრძოლის დროს გამარჯვებული, თუმცა... "რეალში" იკერს არც მოურინიოს წასვლის შემდეგ სწყალობენ. დიეგო ლოპესი მადრიდელთა კარს "ჩაეშენა". მართალია, სამეფო თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე კასილასი თამაშობს, მაგრამ ჩემპიონატი, სადაც ყოველ კვირა თამაშია, სხვა თემაა. ვიქტორ ვალდესი "ბარსელონას" დატოვებას გეგმავს. ამ მეკარეს მაინც არ ენდობოდნენ "ფურია როხაში". როგორც არ უნდა იყოს, დელ ბოსკემ გადაჭრით თქვა, კაპიტანს ვენდობიო. მთავარი ისაა, როგორ ფორმაში შეხვდება იკერი მსოფლიოს ჩემპიონატს. გადარჩევა ცენტრალური თავდამსხმელი. ცოტა ხნის წინ ესპანეთის ნაკრებს დიდი პრობლემები ჰქონდა ამ პოზიციაზე. ვილია იყო ფაქტობრივად ერთადერთი დასაყრდენი წინა ტურნირებზე. რა თქმა უნდა, ტორესიც, მაგრამ ტორესი მაინც ტორესია. ლიორენტე ხან ამართლებს, ხან ვერა, ნეგრედო და სოლდადო კი მეორე ეშელონიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ახლა სიტუაცია ოდნავ გამოსწორდა, მაგრამ იდეალურს მაინც ვერ დავარქმევთ. მართალია, სუპერნიჭიერი დიეგო კოშტა გამოჩნდა ჰორიზონტზე, მაგრამ წარმოშობით ბრაზილიელს ჯერ არც ერთი მატჩი არ უთამაშია ნაკრებში და მისი დამოკიდებულება თანაგუნდელებთან ჯერ კიდევ არაა ნათელი. ნეგრედოსთვის მიმდინარე სეზონი მართლაც გამორჩეულია "მან სიტიში", მაგრამ შეძლებს კი ბოლოს და ბოლოს ეროვნულსაც გამოადგეს ისე, როგორც ლიდერი? კიდევ ერთი ჩემპიონატი რომ ჩატარდეს ფაბრეგასის თავდამსხმელად ყოფნით, ამას ნამდვილად ვერ გადავიტანთ... ფლანგის მოთამაშეები.ბოლო წლებში დელ ბოსკე ისეთ ფეხბურთელებს ენდობა, რომლებსაც ფლანგიდან მარტივად და სწრაფად შეუძლიათ მეტოქის დაცვის ხაზში ქაოსის შეტანა. ასეთებად დღევანდელ ესპანეთის ნაკრებში ხესუს ნავასი და პედრო მიიჩნევიან. მიუხედავად დიდი ავტორიტეტისა, მატას და კაზორლას სათადარიგოთა სკამზე ყოფნა უწევთ. ყველაზე რთული არჩევანი ფერნანდო ტორესი თუ დავიდ ვილია? პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ძირითადში მოხვედრის დიდი შანსი არც ერთს არ აქვს. დავიდ ვილია ბევრს ცდილობს "ატლეტიკოში", თუმცა ნაკლებად შედეგიანია, ტორესი კი დღემდე რჩება მსოფლიოს ყველაზე ირაციონალურ ფორვარდად. ექსპერტთა აზრით, მსოფლიოზე მაინც ვილია წავა. ის დიეგო კოშტასთან ერთად "ატლეტიკოშიც" თამაშობს და უფრო შეთამაშებულია. ესეც არ იყოს და, დავიდი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა ნაკრებისთვის, ვიდრე ტორესი. რა როლს შეასრულებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუან მატა? "ჩელსიში" ჟოზე მოურინიოს დაბრუნებისთანავე მატას კარიერა უკან წავიდა. პორტუგალიელმა თავიდანვე აღნიშნა მატა არ მჭირდებაო და სიტყვას არ გადავიდა. სათადარიგოზე ჯდომით დაღლილი ესპანელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ემიუში" გადაბარგდა და პირველსავე მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კითხვა, თუ რა როლს შეასრულებს ნაკრებში ხუანი, მაინც ბურუსითაა მოცული. კოკე, ტიაგო თუ ხავი მარტინესი? ტიაგო ალკანტარა და ხავი მარტინესი გვარდიოლას მეთვალყურეობის ქვეშ "ბაიერნში" ირჯებიან. სხვათა შორის, საკმაოდ კარგადაც, მაგრამ ტრავმებმა და ბოლო დროს არასტაბილურმა ასპარეზობამ ნაკრების კარი მათთვის შორს გადაიტანა. ამავდროულად, კოკე "ატლეტიკოში", რომელიც ლა ლიგას აზანზარებს, ერთ-ერთ ყველაზე ნათელ ახალგაზრდა წერტილად ჩამოყალიბდა. მიუხედავათ მიუნხენელთა დიადობისა, კოკე ამ რბოლაში ლიდერობს. მომავალში ალბერტო მორენო. მორენო ალბას პოტენციური კონკურენტია მარცხენა ფლანგზე. მაგრამ სევილიელი მცველისთვის ჯერ ნაკრები მაინც ადრეა. ალბას შემცვლელად ჯერჯერობით ნაჩო მონრეალს და, თუნდაც ,არბელოას მოიაზრებენ. ინიგო მარტინესი და მარკ ბარტრა. ორი ცენტრალური მცველი, რომელზეც ესპანეთში უდიდეს იმედებს ამყარებენ. რამოსი-პიკე, როგორც ზემოთ ვთქვი, შეუცვლელია, მაგრამ მომავალში ღირს ამ ორზე დაფიქრებაც. დავიდ დე ხეა. "ატლეტიკოს" ექს და "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი მეკარე უკვე აღიარებულია საფეხბურთო სამყაროში. ახალი ამბავი არაა, რომ დე ხეას "ფურია როხას" პირველობას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ჯერ კასილასი-ვალდესი-რეინა. ისკო. კარლო ანჩელოტის სქემის გამო "რეალის" ძირითადიდან ისკო ამოვარდა. არადა რა სასწაულებრივად დაიწყო მისი სეზონი?! სამწუხაროდ, ესპანეთშიც 4-3-3-ს ანიჭებენ უპირატესობას, ამიტომ, დიდი ალბათობით, ისკოს ჯერ მოცდა მოუწევს. ტიაგო ალკანტარა.ტრავმებმა ძალიან გააწამეს ახალგაზრდა ბრაზილიელ-ესპანელი. არადა ცოტა ხნის წინ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ალკანტარამ უმაღლეს დონეზე ჩაატარა. სრული სია მეკარეები: იკერ კასილასი («რეალი»), ვალდესი («ბარსელონა»), რეინა («ნაპოლი»). მცველები: სერხიო რამოსი, არბელოა(ორივე– «რეალი»), პიკე, ალბა (ორივე– «ბარსელონა»), ხუანფრანი(«ატლეტიკო»), ალბიოლი(«ნაპოლი»). ნახევარმცველები: ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, ფაბრეგასი (ყველა– «ბარსელონა»), ჩაბი ალონსო («რეალი»), კოკე(«ატლეტიკო»), ხესუს ნავასი, დავიდ სილვა («მან სიტი»), მატა («მანჩესტერ იუნაიტედი»), სანტი კასორლა («არსენალი»). თავდამსხმელები: დიეგო კოშტა, დავიდ ვილია(ორივე– «ატლეტიკო»), ალვარო ნეგრედო(«მან სიტი»), პედრო(«ბარსელონა»). სქემები კატალონიური ვარიანტი 4-3-3 mate2 4-2-3-1 mate1 ასევე იხილეთ: ბრაზილიის ნაკრები: ვინ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ინტერი შინ სლავიასთან მარცხს კომპენსირებულ დროში გადაურჩა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, "ინტერმა" "სლავიას" უმასპინძლა.

დღეს, 22:57

"მისი იმედგაცრუების გვესმის, მაგრამ...", - ლიოვმა ტერ შტეგენს უპასუხა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა ეროვნულ გუნდში გოლკიპერებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

დღეს, 22:36

გვარდიოლა: "კლოპმა თქვა, რომ სიტი მსოფლიოს საუკეთესო კლუბია?"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "ლივერპულის" თავკაც იურგენ კლოპს უპასუხა.

დღეს, 22:26

განრისხებული იგუაინი - არგენტინელმა ვარჯიშზე მწვრთნელს დაარტყა [VIDEO]

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი ვარჯიშის მიმდინარეობისას მოულოდნელად წყობიდან გამოვიდა.

დღეს, 22:20

"მიეცით ნეიმარს მეორე შანსი", - ვერატი პსჟ-ს გულშემატკივრებს

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ ფრანგული გუნდის გულშემატკივრებს მიმართა.

დღეს, 22:06

იბრაჰიმოვიჩმა MLS-ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:30

ბარსელონა და ფატი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, დეტალები ცნობილია

"ბარსელონა" თავდამსხმელ ანსუ ფატის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა.

დღეს, 21:23

კლუბი, რომელსაც ალეგრიმ იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ უარი უთხრა

მოგეხსენებათ, მასიმილიანო ალეგრი 2018/19 წლების სეზონის დასრულების შემდეგ უკლუბოდაა.

დღეს, 21:13

ლეონარდო: "ვფიქრობ, მოვიდა დრო ნეიმარზე საუბარი დასრულდეს"

"პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:04

სიტის მხოლოდ ერთი ნომინალური ცენტრალური მცველი დარჩა

"მანჩესტერ სიტის" ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა.

დღეს, 20:52

ნეიმარი - კაზემიროს: "დილის შვიდამდე ქაუნთერი უნდა გეთამაშო, ხვალ დაღლილი მინდა გნახო"

პსჟ-სთან“ მატჩის წინ, კაზემირომ სოციალურ ქსელში სურათი განათავსა და წარწერაც დაურთო: „Hala Madrid”.

დღეს, 20:25

ორი სასჯელი, რომელიც შესაძლოა ბარსელონას დაეკისროს

გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo წერს საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 20:11

რონალდუ: "როცა შენს პატიოსნებას ეჭვქვეშ აყენებენ, მტკივნეულია"

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:58

ვილიანმა სასურველი სათამაშო ადგილი დაასახელა

"ჩელსის" თავდამსხმელმა, ვილიანმა საკუთარ მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:44

მანჩესტერმა იანვრისთვის მთავარი სამიზნე შეარჩია

"იუნაიტედმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრი უკვე დაიწყო.

დღეს, 19:41

"თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობ", - აზარი ზიდანზე

"რეალის" თავდამსხმელმა, ედენ აზარმა გუნდის თავკაც ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

დღეს, 19:36

ბარსელონას გრიზმანის ტრანსფერის გამო კამპ ნოუზე ასპარეზობას აუკრძალავენ?

„ბარსელონას“ ანტუან გრიზმანის ტრანსფერის გამო დასჯა ჯერ კიდევ ემუქრება.

დღეს, 18:27

სახალისო ფაქტი: მილნერს პრემიერ ლიგაში თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი აქვს გატარებული

დღეს, „ლივერპულის“ ვიცე-კაპიტნის პრემიერ ლიგაში დებიუტს 6155 დღე შეუსრულდა.

დღეს, 18:01

"ტოტენჰემში კარიერის დასრულებას არ ვაპირებ", - სად აიღო გეზი ლორისმა?

„ტოტენჰემის“ ფრანგი მეკარის თქმით, ის ლონდონურ გუნდში კარიერის დასრულებას არ აპირებს.

დღეს, 17:57

მანჩესტერი დიბალას გადაბირებას იანვარშიც შეეცდება

„იუვენტუსის“ ფორვარდი, პაულო დიბალა, შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ მაინც გადავიდეს.

დღეს, 17:53

ვალენსიას ფეხბურთელებმა ჩელსისთან მატჩის წინ პრესკონფერენციას ბოიკოტი გამოუცხადეს

„ღამურების“ ფეხბურთელები გუნდის მთავარი მწრთნელის, მარსელინო გარსია ტორალის გათავისუფლებით უკმაყოფილონი არიან.

დღეს, 17:50

ალეგრიმ სასურველი გუნდი შეარჩია

RMC-ის ცნობით, მასიმილიანო ალეგრიმ სასურველი გუნდი შეარჩია.

დღეს, 16:20

იკარდის ცოლი უკვე ახალ გუნდზე ფიქრობს: "იანვარში შესაძლოა სიურპრიზი ვიხილოთ"

მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა ვანდა ნარამ მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

დღეს, 16:11

იუვენტუსს ატლეტიკოსთან კოსტა ვერ დაეხმარება

ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დუგლას კოსტასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

დღეს, 16:01

ვარანი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მადრიდის "რეალის" მცველმა რაფაელ ვარანმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა:

დღეს, 15:49

დელ პიერო: "ტიტულების მოსაგებად მხოლოდ რონალდუ საკმარისი არ არის"

ტურინის "იუვენტუსის" ცოცხალმა ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ "ბებერ ქალბატონზე" ისაუბრა:

დღეს, 15:34

რეალს პსჟ-სთან მატჩისთვის 6 ფეხბურთელი გამოაკლდება

ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-ს დაუპირისპირდება.

დღეს, 15:24

ნეიმარს ევროთასებზე სასჯელი შეუმსუბუქეს

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარი ევროთასებზე სამ-მატჩიანი დისკვალიფიკაციით არის დასჯილი.

დღეს, 15:09

არქი სამტრედიას გენერალური სპონსორი გახდა

16 სექტმებერს დეველოპერულმა კომპანია არქიმ დიდი საფეხბურთო ისტორიის მქონე კლუბ „სამტრედიასთან“ ხელშეკრულების მემორანდუმი გააფორმა და მისი ოფიციალური პატრონაჟი აიღო.

დღეს, 14:40

ტოტიმ რომას წლევანდელ მიზნებზე ისაუბრა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" წლევანდელ მიზნებზე ისაუბრა.

დღეს, 14:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10