ჩემბერლენი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩემბერლენი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს


ჩემბერლენი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

"ლივერპულის" შემტევი ნახევარმცველის, ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენის, ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა.

მერსესაიდული გრანდის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ ოქსი მიმდინარე სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარება და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატსაც გამოტოვებს.

ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/2 ფინალურ შეხვედრაში "რომასთან" (5:2) ჩემბერლენმა მუხლის მძიმე დაზიანება მიიღო და მოედანი მე-18 წუთზე საკაცით დატოვა.

ალექს ჩემბერლენი "ლივერპულს" გასული წლის ზაფხულში "არსენალიდან" შეუერთდა და "წითლების" შემადგენლობაში საკმაოდ კარგად ათამაშდა.

24 წლის ინგლისელმა მიმდინარე სეზონში 46 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები