მირანდა: "სერია ა-ში საუკეთესო მცველი ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მირანდა: "სერია ა-ში საუკეთესო მცველი ვარ"


მირანდა:

მილანის "ინტერის" ცენტრალურმა მცველმა, ჟოაო მირანდამ, საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა და იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად საკუთარი თავი დაასახელა.

"არამხოლოდ გამოცდილების გამო, საკუთარ თავს იტალიის სერია ა-ში საუკეთესო ცენტრალურ მცველად მივიჩნევ.

ვფიქრობ, მცველისთვის აუცილებელი ტექნიკისა და სიმშვიდის იდეალური ნაზავი მაქვს, რომელიც ძალიან მეხმარება.

ყოველი მოქმედების წინ ვფიქრობ და სიტუაციას მშვიდად ვაანალიზებ", - განაცხადა 33 წლის ბრაზილიელმა.

მირანდა "ნერაძურის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს და 94 თამაშში მიიღო მონაწილეობა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ჟოაო მირანდა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები