ოფიციალურად: იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს


ოფიციალურად: იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს

შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში არ დაბრუნდება.

"იბრაჰიმოვიჩს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს", - განაცხადა შვედეთის ნაკრების მენეჯერმა.

ზლატანმა საერთაშორისო კარიერა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა, მაგრამ როდესაც შვედებმა ფლეი-ოფში იტალია დაამარცხეს და მუნდიალის საგზური მოიპოვეს, ყველა ელოდა, რომ იბრაჰიმოვიჩი დაბრუნდებოდა.

თუმცა, როგორც ჩანს, 36 წლის შვედმა ფორვარდმა არჩია, რომ ამერიკაში ფეხბურთის თამაში მშვიდად გააგრძელოს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაზაფხულზე "ლოს-ანჯელეს გალაქსის" შეუერთდა და MLS-ს 4 თამაშში 3 ბურთის გატანა მოასწრო.
ასევე იხილეთ თემაზე:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები