შალკეს მენეჯერი: "კანაპლიანკა რობენს ჰგავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

შალკეს მენეჯერი: "კანაპლიანკა რობენს ჰგავს"


შალკეს მენეჯერი:

გელზენკირხენის "შალკეს" სპორტულმა დირექტორმა, კრისტიან ჰაიდლმა, გუნდის უკრაინელი ლეგიონერი, ევგენი კანაპლიანკა, დაახასიათა.

"თუ კანაპლიანკას გაქცევის საშუალებას მიცემ, მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელი ხდება. მისი თამაშის სტილი არიენ რობენს მაგონებს, უბრალოდ ის საპირისპირო ფლანგზე მოქმედებს.

თუ ვინმეს კონოს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, მაშინ ის ძალიან ცდება და უყუროს "კიოლნთან" შეხვედრას. რომ მოგვეგო, ის უდავოდ შეხვედრის გმირი გახდებოდა", - განაცხადა ჰაიდლმა.

28 წლის უკრაინელი შემტევი "ლურჯებმა" გასული წლის ზაფხულში დაიმატეს და კანაპლიანკამ ბუნდესლიგის 24 თამაშში 4 ბურთი გაიტანა, 5 ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები