კანი: "ლევანდოვსკი დიდ მატჩებში არ ჩანს ხოლმე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კანი: "ლევანდოვსკი დიდ მატჩებში არ ჩანს ხოლმე"


კანი:

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ, ოლივერ კანმა, მადრიდის "რეალთან" გუშინდელი თამაშის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკი გააკრიტიკა.

"ბავარიელებმა უბრალოდ საკუთარი შანსები ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ, განსხვავება სწორედ ამან შექმნა.

ასეთ თამაშებში ლევანდოვსკის საკმარისი დოზით ვერ ვხედავ ხოლმე. სამწუხაროდ, ლევი დიდ მატჩებში ვერ ახერხებს იმ დონეზე თამაშს, რომელზეც აქვს პრეტენზია.

"რეალს" კი ჩემპიონთა ლიგაზე მაღალი დონის თამაში უბრალოდ გენებში აქვს. ნეიტრალური ქომაგებისთვის კი არაფერია იმაზე უკეთესი საყურებელი, ვიდრე ევროპის ორი უძლიერესი გუნდის დაპირისპირება", - განაცხადა კანმა.

"რეკორდმაისტერი" "სამეფო კლუბთან" შინ 1:2 დამარცხდა და 29 წლის პოლონელმა სუსტი მატჩი ჩაატარა, ბოლოს რეალური საგოლე მომენტი გააფუჭა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები