ბოატენგს ბაიერნის დატოვება უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბოატენგს ბაიერნის დატოვება უნდა


ბოატენგს ბაიერნის დატოვება უნდა

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა, მადრიდის "რეალთან" პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ თავის მომავალზე გააკეთა კომენტარი.

"ბაიერნში" აბსოლუტურად ყველაფერი გამოვიარე. ახლა ჩემი კარიერის ის ეტაპია, როდესაც რამდენიმე შეკითხვას უნდა გავცე პასუხი: რა მიზნები მაქვს, რისთვის არ მიმიღწევია ჯერ, მინდა თუ არა ერთი და იგივე კლუბში თამაში, იმავე პირობებით?

ეს არა კლასიკური, არამედ ცხოვრებისეული საკითხებია", - განაცხადა 29 წლის გერმანელმა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება.

ჟერომი მიუნხენური გრანდის ღირსებას 2011 წლიდან იცავს და მისი მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები