არსენალმა 10-კაციან ატლეტიკოს ვერ მოუგო, მარსელი ცალი ფეხით ფინალშია [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არსენალმა 10-კაციან ატლეტიკოს ვერ მოუგო, მარსელი ცალი ფეხით ფინალშია [VIDEO]


არსენალმა 10-კაციან ატლეტიკოს ვერ მოუგო, მარსელი ცალი ფეხით ფინალშია [VIDEO]

ევროპა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩები ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

რა თქმა უნდა, უფრო დიდი ინტერესი ლონდონის "არსენალისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" მატჩის მიმართ იყო.

შეხვედრის მე-10 წუთზე მადრიდელები 10 კაცით დარჩნენ, რის შემდეგაც არსენ ვენგერის გუნდი უდიდეს უპირატესობას დაეუფლა.

მეორე ტაიმში, ლაკაზეტიმ გაიტანა და "არსენალი" მეორე გოლის გასატანად წავიდა, თუმცა კონტრ-შეტევა გამოეპარა. გრიზმანმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩი 1:1 დაასრულა.

რაც შეეხება "მარსელს", როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანგებმა შინ 2:0 იმარჯვეს და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

არსენალი - ატლეტიკო 1:1


მარსელი - ზალცბურგი 2:0

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები