დიეგო სიმეონე: "ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დიეგო სიმეონე: "ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან"


დიეგო სიმეონე:

ლონდონის "არსენალისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" დაპირისპირების შემდეგ კომენტარი მადრიდელთა თავკაცმა დიეგო სიმეონემ გააკეთა.

მოგეხსენებათ, მისი გუნდი 10 კაცით იყო და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მატჩი უნდა წაეგო, თუმცა გრიზმანის გოლით შეხვედრა 1:1 დასრულდა.

"მსაჯზე რა უნდა ვთქვა? ყველაფერი ნათლად გამოჩნდა. მისი გადაწყვეტილება გავაპროტესტე და მან ეგრევე დამსაჯა, რასაც დავეთანხმე და ტრიბუნაზე ავედი.

ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან. მათ შეუძლებელი შეძლეს. ეს მოტივაცია კი შემდეგ თამაშში აუცილებლად გამოგვადგება.

ხალხი ამბობს, რომ ატლეტიკო დაცვაში იჯდა, მაგრამ მათ არ იციან, რომ დაცვაში თამაშს დიდი გამბედაობა სჭირდება", - აცხადებს სიმეონე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები