Goal.Ge

მადრიდული დერბის ანალიზი: სიმეონეს შეცდომა, რონალდუს ფაქტორი, ანჩელოტის დამსახურება...



გუშინ ღამით გაიმართა ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა, რომელიც კარლო ანჩელოტის გუნდის ტრიუმფით დასრულდა. ამ სტატიაში შევეცდები მატჩის ანალიზი გავაკეთო. სიმეონეს შეცდომა და დაცვის სუსტი თამაში დიეგო სიმეონემ მთელი მატჩი მეორე ნომრად ჩაატარა, ამაზე მეტყველებს ბურთის ფლობის მაჩვენებელიც - 72%-28%-ზე მასპინძლების სასარგებლოდ. სტუმართა კრახის პირველ მიზეზადაც სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს. რა თქმა უნდა, მათ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პირველ ნომრად თამაშს ვერავინ მოსთხოვს, მაგრამ ასეთი ინერტულობა დამღუპველია. „ატლეტიკომ“ პირველივე წუთებიდან დაუთმო მოედნის ცენტრი „რეალს“. სიმეონეს გაწვრთნილები საერთოდ არ აწუხებდნენ მეტოქეს და პრესინგსაც არ მიმართავდნენ, „როხიბლანკომ“ ავტობუსის ჩაყენების მსგავსი რამ სცადა (ეს არ ყოფილა "მოურინიოს ავტობუსი"), რომელსაც თითქოს ძრავა ჰქონდა გამორთული და ერთ ადგილზე იყო გაჩერებული. ალბათ გახსოვთ „რეალის“ წინა თამაში ბილბაოს „ატლეტიკთან“, რომელშიც მადრიდელებმა ქულას გამოჰკრეს ხელი. ბასკებმა იმ შეხვედრაში უპირატესობა სწორედ პრესინგის, მობილურობის და სწრაფი გადაადგილების ხარჯზე მოიპოვეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო გუშინ და ამიტომაც „რეალს“ გაუადვილდა სადავეების ხელში ჩაგდება. პირველი გოლი სწორედ იმით იქნა განპირობებული, რომ „ატლეტიკოს“ ფეხბურთელები ძალიან ღრმად იყვნენ საკუთარ საჯარიმოში ჩაწეული, „რეალი“ კი იმდენად თავისუფლად გრძნობდა თავს, რომ ცენტრალური მცველებიც კი მოედნის ნახევარს იქით იმყოფებოდნენ. ramosi da pepe გოლის ეპიზოდში აღსანიშნავია პეპეს ჭკვიანური ქმედება და მცველების უყურადღებობა. გასაკვირია, ცენტრალურ მცველს როგორ მისცეს საჯარიმოსთან მიახლოების საშუალება. უამრავი ცარიელი სივრცე იყო დატოვებული, პორტუგალიელმა სიტუაციით კარგად ისარგებლა და შეტევაში დროულად ჩაერთო. საერთოდ, შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა პეპემ. მას შეცდომა ფაქტობრივად არ დაუშვია, ასევე დიდი როლი ითამაშა დიეგო კოშტას განეიტრალებაში. pepe „როხიბლანკოს“ დაცვის სუსტი თამაში მე-2 გოლშიც გამოჩნდა. დი მარიას ორი მცველი ეთამაშებოდა, თუმცა მან პასის გაკეთება მაინც მოახერხა. არგენტინელმა ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს. ყველაზე დიდი შეცდომა კი ხესე როდრიგესის გაპარვა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ესპანელი მცველების გარემოცვაში იმყოფებოდა, მან საჯარიმოში შეირბინა და გოლიც გაიტანა. jese რონალდუს ფაქტორი ერთი შეხედვით, პორტუგალიელი შეუმჩნეველი იყო. მართლაც, კრიშტიანუს თითქმის არც ერთი სახიფათო მომენტი არ შეუქმნია, თუმცა ბრწყინვალედ ასრულებდა შავ სამუშაოს. რონალდუ კარგად ეხმარებოდა დაცვას, მუდმივად აწუხებდა მეტოქეს, გადაჰქონდა ყურადღება. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ უკანასკნელი პუნქტია. „რეალის“ 7-იანი მოწინააღმდეგის 2-3 ფებურთელს გამუდმებით იზიდავდა, შესაბამისად „თეთრების“ სხვა მოთამაშეები შედარებით უყურადღებოდ რჩებოდნენ და ვითარების გამწვავების შანსი ეძლეოდათ. სურათზე კარგად ჩანს რამდენი ფეხბურთელის გარემოცვაში იმყოფება პორტუგალიელი. 2 დი მარიას ბრწყინვალე თამაში მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი არგენტინელი იყო. „სამეფო კლუბის“ გულშემატკივრებს კარგად მოეხსენებათ, რომ ანხელი არასტაბილური ფეხბურთელია, თუმცა როდესაც კარგ ფორმაშია, მას მატჩის ბედის გადაწყვეტაც შეუძლია. დი მარიასთვის გუშინდელი დაპირისპირება ფენომენური გამოდგა. ნახევარმცველი პრაქტიკულად ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. გარდა დაცვითი ფუნქციების კარგად შესრულებისა, ის შეტევაშიც დიდ როლს თამაშობდა. გავიხსენოთ მე-2 გოლი, რომელშიც დი მარიამ ხესე როდრიგესს შთამბეჭდავი საგოლე გადაცემა გაუკეთა. არგენტინელს პირველ გოლშიც დიდი წვლილი მიუძღვის. დიეგო კოშტას განეიტრალება მასპინძლებმა მოახერხეს „ატლეტიკოს“ მთავარი დამრტყმელი ძალის, დიეგო კოშტას მწობრიდან გამოყვანა. უფრო კონკრეტულად - ფსიქოლოგიურად აშლა. რიგ ეპიზოდებში „ატლეტიკოს“ თავდამსხმელს პეპესთან, არბელოასთან, რამოსთან ან ალონსოსთან უწევდა ბრძოლის გაჩაღება (პირდაპირი გაგებით). არ ვიცი კარლო ანჩელოტის დავალება იყო თუ არა ეს, მაგრამ ფაქტია, რომ „რეალის“ ფეხბურთელები ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ კოშტას გატეხვას. Arbeloa-vs-Diego-Costa[1] „რეალის“ მომავალი აუცილებლად უნდა აღინიშნოს ხესე როდრიგესის თამაში. 20 წლის ესპანელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ნიჭიერება და დიდი მომავალი. ხესე მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო და ერთ-ერთი საუკეთესოც. საოცარი დრიბლინგი აქვს ამ ფეხბურთელს, მომენტალურად კრეფს სიჩქარეს, ამიტომაც მეტოქეს უჭირს მისი შეჩერება. გოლის ეპიზოდში ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ბურთს ფეხი ცუდათ მოარტყა და მხოლოდ გაუმართლა, მაგრამ ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები. ხესეს ძალიან კარგი ფინიში აქვს, გრძნობს სიტუაციას და იცის როდის როგორ დაარტყას. ბეილის არ ყოფნისას ესპანელმა ადგილი დაიმკვირდა და თითქმის ყველა მატჩში იტანს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მან ყველა გრანდს გაუტანა - „ბარსელონა“, „ვალენსია“, „ატლეტიკი“ (სამივე გასვლაზე), ახლა ამ სიას „ატლეტიკოც“ მიემატა. ანჩელოტის დამსახურება გუშინდელ დაპირისპირებაში გამოჩნდა ის, რაც აქამდე არ ჩანდა - გუნდურობა. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ეს არ ყოფილა კრიშტიანუზე დამოკიდებული „რეალი“, ეს იყო შეთამაშებული, გუნდური „სამეფო კლუბი“. პრესინგი, კოლექტიური ართმევა, ერთმანეთის დაზღვევა, სწორი გადაადგილება, ერთი სიტყვით დედაქალაქელებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს. გიგი ალადაშვილი, სპეციალურად Goal.Ge-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბრაზილიელი მართა, რომელმაც კლოზეს ისტორიული რეკორდი მოხსნა

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 03:26

ოფიციალურად: ლუკა აზარიაშვილმა მონპელიესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: ლუკა აზარიაშვილმა მონპელიესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

დღეს, 03:24

დაუფასებელი ტალანტი? - რეალი პირველ ფეხბურთელს უშვებს

ფეხბურთელების ყიდვასთან ერთად, მადრიდის "რეალი" ამ ზაფხულს მოთამაშეების გაშვებასაც იწყებს.

დღეს, 03:22

დიეგო სიმეონემ ჟოაო ფელიშის შესაძლო ყიდვაზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ პორტუგალიელი ტალანტი ჟოაო ფელიში კარიერას "ატლეტიკოში" გააგრძელებს.

დღეს, 03:18

ონანა: "ამ მეკრეებისგან ბევრი უნდა ვისწავლო"

ამსტერდამის "აიაქსის" მეკარემ, ანდრე ონანამ თანამედროვეობის გამორჩეული მეკარეები დაასახელა.

დღეს, 03:14

ოფიციალურად: გურამ გოგიჩაშვილმა პარიზულ გრანდთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა

ოფიციალურად: გურამ გოგიჩაშვილმა პარიზულ გრანდთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა

დღეს, 03:12

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

დღეს, 02:59

ეროვნული ლიგა - მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 02:14

კახა ჩხეტიანი: "ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, ყველასთან საბრძოლველი გვექნებოდა"

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო" "ორდაბასს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:34

ჭიაბრიშვილი: "სურვილი მქონდა, სელტიკს შევხვედროდით"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "შერიფს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:32

ევროპა ლიგაზე ტორპედოს და ჩიხურას საშინაო მატჩები ერთ დღეს აქვთ - სად ითამაშებენ გუნდები?

დღეს გაიმართა ევროპა ლიგის წილისყრა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.

დღეს, 00:58

“იაპონიის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ“ - ფილ ნევილი

19 ივნისს ქალთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტური გაიმართება.

დღეს, 00:50

მაკელელე ჩელსიში ბრუნდება

46 წლის კლოდ მაკელელე, სავარაუდოდ, ძველ გუნდს დაუბრუნდება.

დღეს, 00:33

ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს და გუნდში სტივ უელშის მოყვანას ითხოვს.

დღეს, 00:20

მხოლოდ 5 ათასი ბილეთი სუპერ თასისთვის

სუპერ თასისთვის „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ ქომაგებს მხოლოდ 5 ათასი ბილეთი გამოუყვეს.

დღეს, 00:12

ახალი დონარუმა? - ბარსა ვენესუელელს უმიზნებს

„ბარსელონა“ 21 წლის მეკარეზე ნადირობს.

გუშინ, 23:59

ვან ბომელი რობენს ეპატიჟება

ყოფილი თანაგუნდელი რობენს „პსვ-ში“ ეპატიჟება.

გუშინ, 23:47

მოურინიოს ნაკრების გაწვრთნა სურს

ჟოზე მოურინიო ახალი გამოწვევებისთვის მზად არის.

გუშინ, 23:39

“გრიზმანთან არასდროს გვილაპარაკია!“ - ბართომეუ

ბართომეუმ გრიზმანთან კავშირი უარყო.

გუშინ, 23:24

ბენიტესს ჩინეთში იწვევენ

ესპანელი მწვრთნელი, შესაძლოა, ჩინურ სუპერ ლიგაში გადაბარგდეს.

გუშინ, 23:12

ტორეირა მილანთან ახლოსაა

ლუკას ტორეირას „არსენალის“ დატოვება სურს.

გუშინ, 22:58

ფეკირმა, შესაძლოა, ლიონი დატოვოს

„ლიონის“ ხელმძღვანელობამ ფეკირის წასვლა არ გამორიცხა.

გუშინ, 22:48

რა უნდა მოხდეს, რომ ბეილმა რეალი დატოვოს?-აგენტის განცხადება

გარეთ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ იჯარის წესით არ წავა.

გუშინ, 22:35

ხამესს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"რეალს" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ფასის თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ.

გუშინ, 20:41

რეალმა ნეიმარის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 20:31

ატლეტიკომ როდრის შემცვლელს პრემიერ ლიგაში მიაგნო

მოგეხსენებათ, "ატლეტიკოს" ნახევარმცველი, როდრი "მანჩესტერ სიტიში" გადადის.

გუშინ, 19:31

კლოპმა ლივერპულის ბოსებს სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს.

გუშინ, 19:21

ფელიში ატლეტიკოში? - ბენფიკას ოფიციალური განცხადება

"ბენფიკამ" ჟოაო ფელიშის "ატლეტიკოში" შესაძლო ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:17

მიულერმა ზღაპრული წინადადება იუარა, მიზეზები ცნობილია

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა კლუბიდან წასვლა არ ისურვა.

გუშინ, 19:12

ორი კლუბი, სადაც შესაძლოა ტოტი ვიხილოთ

მოგეხსენებათ, ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" ტექნიკური დირექტორის პოსტი დატოვა.

გუშინ, 19:09

ყველა სიახლე